Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

Glee

Glee
August 11
21:56 2013

1424494_720545704642170_113928040_n
კლუბი (ინგლ. Glee) — ამერიკული ტელესერიალი, რომელშიც შერწყმულია მიუზიკლი, დრამა და კომედია. გადაიცემა FOX-ის ეთერში 2009 წლის 19 მაისიდან. სერიალი მოგვითხრობს ოჰაიოს, უილიამ მაკ-კინლის სახელობის სკოლაში არსებულ მუსიკალურ კლუბ – „ახალ მიმართულებაზე“ (New Directions) და მის წევრებზე, რომლებიც განსხვავებული რელიგიის, რასის, სექსუალური ორიენტაციისა და სოციალური ფენის ადამიანები არიან. კლუბის ხელმძღვანელი ამავე სკოლის ესპანური ენის მასწავლებელი, უილ შუსტერია.  მის როლს მეთიუ მორისონი ასრულებს. ავტორები რაიან მერფი, ბრედ ფელჩაკი და იენ ბრენანი არიან. სერიალმა თავიდანვე დაიპყრო მთელი მსოფლიოს თინეიჯერების გული, და არამარტო თინეიჯერების. ქართველ მაყურებელს რუსთავი 2-ის  საშუალებით შეეძლო სერიალის  მხოლოდ პირველი სეზონის ნახვა. სერიალი კი დღემდე გრძელდება. ეს არის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს თინეიჯერების, მათი მასწავლებლებისა და მშობლების ცხოვრებას , ურთიერთდამოკიდებულებას.

ხაზგასმითაა აღნიშნული მეგობრობის როლი ადამიანების ცხოვრებაში. გუნდი სახელად “New Directions” აერთიანებს უამრავ განსხვავებულ და ნიჭიერ ადამიანს, რომლებიც სკოლაში “Looser”-ის სახელით არიან ცნობილნი.  ისინი ცდილობენ, მოიხსნან კომპლექსები, დაამსხვრიონ სტერეოტიპები,მოაგვარონ საკუთარი პრობლემები  მუსიკის, ერთმანეთისა და პედაგოგის დახმარებით. კლუბის ისტორია ასე დაიწყო: უილ შუსტერი, რომელიც უილიამ მაკ-კინლის სახელობის სკოლაში ესპანურს ასწავლის, გადაწყვეტს, აღადგინოს სკოლის მუსიკალური კლუბი, რომელშიც უილი ახალგაზრდობაში თავადაც ირიცხებოდა და საუკეთესო წლები გაატარა. შუსტერმა გადაწყვიტა, კლუბისათვის „ახალი მიმართულება“- New Directions  დაერქმია. ახალ კლუბში გაწევრიანება არავის სურდა, ვინაიდან სკოლის მოსწავლეებს რეპუტაციის დაკარგვის შიში ჰქონდათ. ამიტომაც, ახალ მიმართულებაში მხოლოდ ხუთი სტუდენტი: რეიჩელ ბერი, კურტ ჰამელი, მერსედეს ჯონსი, თინა კოენ-ჩენგი და არტი აბრამსი გაწევრიანდნენ.

საუბედუროდ, ცოტა ხნის წინ, კორი მონტინი გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი პირველი “Looser” იყო  კლუბის  პირველი 5 წევრიდან. კორი მონტინი დაიბადა 1982 წლის 11 მაისს, ქალაქ კალგარში, კანადის ალბერტის პროვინციაში და ვიქტორიაში გაიზარდა. როდესაც კორი 7 წლის იყო, მისი მშობლები გაშორდნენ; მომავალი მსახიობი დედასთან ცხოვრობდა. მან მიატოვა სკოლა მერვე კლასის შემდეგ და არასოდეს უსწავლია კოლეჯში. კორი 2013 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა.

1463921_720545651308842_1778458635_n
მიუხედავად ამისა, სერიალი გაგრძელდა; კორის საცოლე , როგორც სერიალში, ასევე სინამდვილეში, ლია მიშელი, აგრძელებს ფილმში მონაწილეობას. ამ დროისათვის სერიალის მეხუთე სეზონი მიმდინარეობს.  მეხუთე სეზონის მესამე სერია მთლიანად კორის ხსოვნას მიეძღვნა. ლეა მიშელმა გამოსამშვიდობებლად ადელის სიმღერა შეასრულა.

[jwplayer mediaid=”7238″]

[jwplayer mediaid=”7239″]

თეკლა გავაშელაშვილი

1,299 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
August 2013
M T W T F S S
« Jun   Sep »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031