Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ყველა დროის პოპულარული ფეხსაცმელი

ყველა დროის პოპულარული ფეხსაცმელი
August 16
22:43 2013

ფეხსაცმელი ,,კატარღა’’ (ნავი) XVI საუკუნეში გაჩნდა და მას მხოლოდ მამაკაცები ატარებდნენ. უძველეს ,,კატარღებს’’, რომლებსაც pompes უწოდებდნენ, არ ჰქონდათ მკვეთრად გამოკვეთილი ქუსლი. სახელი – pompes მოგვიანებით შეიცვალა pumps–ად და ეს უკანასკნელი დასახელება დღემდე შემორჩა გერმანიასა და ინგლისში.
 ფეხსაცმელი ,,კატარღა’’  საშუალო (4სანტიმეტრი) ქუსლით გავრცელებული იყო XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. 1906 წელს ფრანგმა დიზაინერმა, ანდრეს პერუჯიმ, შექმნა მისი ყველაზე საინტერესო მოდელი – stiletto, რომელიც დღემდე არ კარგავს თავის პოპულარობას.
stiletto–ს აქვს ბასრი წვეტიანი ცხვირი და მაღალი, წვრილი ქუსლი, რაც ფეხს მეტად მოხდენილსა და სექსუალურს ხდის.
XX საუკუნის 50–იან წლებში stiletto–ს ტიპის ,,კატარღებმა’’ პოლულარობის პიკს მიაღწიეს. იმ პერიოდის დიზაინერების უმეტესობა სწორედ ასეთი სტილის ფეხსაცმლის მოდელზე მუშაობდა. მათ შორის ყველაზე ცხობილი ფრანგი – როჟე ვივე იყო.
აღსანიშნავია, რომ სწორედ კატარღების მეშვეობით გახდა ცნობილი ესპანელი დიზაინერი – მანოლო ბლანიკა, რომლის შექმნილ მოდელებსაც აღმერთებდა გამოგონილი გმირი კერი ბრედშოუ – სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“. დღეს, ყველაზე მოთხოვნადი ფეხსაცმლის დიზაინერი, ფრანგი–კრისტიან ლუბუტენი, ყოველ მომდევნო კოლექციაში stiletto–ს ახალ ვარიაციებს ქმნის. ცვლის ფერებს, მასალასა და ფორმებს.

tufli-lodochki_sozdannye_rozhe_vive_dlya_christian_dior_50-e_godytufli-lodochki-50-e-gody60ianebi

მოდის დღევანდელ სამყაროში ,,კატარღა’’ კლასიკურ ფეხსაცმელადაა აღიარებული, რომელსაც ნებიმიერი ასაკის ქალბატონი ატარებს. იქმნება მისი სხვადასხვა ვარიაცია: ,,კატარღა’’ – სამსახურში, საღამოზე, ბანკეტზე ჩასაცმელად. მისი ფერთა სიმრავლის მიუხედავად, ყველაზე მიღებულად თეთრი და შავი მიიჩნევა.

christian-louboutin                                                                   michael-michael-kors

 

manolo-blahnik                                               ganni
2013 წლის ფეხსაცმელი – ,,კატარღები’’.

ეს ფეხსაცმელი ქამელეონივითაა, რომელიც მოდის სივრცეში თავის აქტუალურობას არ კარგავს. 2013 წელს პოლულარულია წაწვეტებული და მაღალქუსლიანი stiletto–ს მოდელი – გაფორმებული სხვადასხვა აქსესუარით.

230029_409018465861802_535432413_n 537111_382145308549118_570561909_n480426_435944223169226_584988034_n

 

250385_377763588987290_1596319288_n                  27308_377770668986582_174254216_n

 

1,408 ნახვა
Tags

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
August 2013
M T W T F S S
« Jun   Sep »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031