Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საუკუნე, სივრცე და არქიტექტურა

საუკუნე, სივრცე და არქიტექტურა
August 16
12:40 2013

უძველეს წარსულში, კაცობრიობის განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ადამიანი ტოვებს გამოქვაბულს და მიწათმოქმედებისათვის ხელსაყრელ რეგიონში ერთ გარკვეულ ადგილას ფუძნდება. სწორედ აქ იჩენს თავს მუდმივი საცხოვრებლის პრობლემა. ადამიანი ღია ცის ქვეშ საკუთარი ხელით აგებს სახლს და ისახება არქიტექტურაც. ბუნებრივია, რომ უძველეს დროში მშენებლობა ურთულესი საქმიანობა იყო და მთელ რიგ ტექნიკურ სირთულეებს მოიცავდა. ამ პერიოდის საცხოვრებელს,უმეტესწილად,წრიული ფორმა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ წრიული ფორმის „სახლები“ საქართველოს ტერიტორიაზე,მდ.ხრამის ხეობაშია აღმოჩენილი და ისინი ძვ.წ.VI–V ათასწლეულით თარიღდება. იმირის გორაზე ალიზისაგან ნაგებ წრიულ სახლებს კონუსისებრი გადახურვა და შიგ დატანებული საკვამლე ხვრელი აქვთ, ცენტრში კი კერიაა მოწყობილი. ამ სახლების ფართი საკმაოდ მცირეა: ყველაზე დიდი სახლის დიამეტრი 5მეტრს აღწევს,სიმაღლე კი–2,5მეტრს. პრაქტიკულად, ესაა ადამიანის მიერ სივრცის შემოსაზღვრის ფაქტი, რომელიც კაცობრიობის ისტორიის პროგრესულ მოვლენად მიიჩნევა.

სხვადასხვა დროისა და კულტურის არქიტექტურულ ნიმუშთაგან, საინტერესოა, ძვ.წ.III ათასწლეულის შუამდინარეთის კულტურის პირმშო – ზიკურატი და ბერძნული ხელოვნების ბრწყინვალე ძეგლი – პართენონი.

103251347791891                                               48041340609973

ზიკურატის განსაკუთრებულობა ისაა, რომ მას არ გააჩნია შიდა სივრცე, წარმოადგენს ტერასებად ნაგებ „მთას“, რომლებიც ერთმანეთს კიბეებითა და პანდუსებით უკავშირდება. სწორედ ამ გზით ადიოდა ქურუმთა პროცესია ზედა ტერასაზე იქ მოწყობილ ფანჩატურში რიტუალის შესასრულებლად.

რაც შეეხება ათენის აკროპოლისის მთავარ ტაძარს – პართენონს, მას გააჩნია შიდა სივრცე, ე.წ. ნაოსი. ისტორიის თანახმად, ნაოსში მხოლოდ ქურუმები შედიოდნენ, რადგან ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ ათენა პართენოსი (ქალწული) მართლაც ცხოვრობდა მასში. სხვა მხრივ, პართენონის შიდა სივრცე სრულიად სადა იყო, მაგრამ ფერადი რელიეფით უხვად შემკული ფასადები დიდებულ, საზეიმო იერს ანიჭებდა მის ექსტერიერს.

ქრისტიანობამ სრულიად ახალი ამოცანა დაუსახა ხუროთმოძღვრებას. გაჩნდა ისეთი სივრცის შექმნის საჭიროება, რომელშიც, ღვთისმსახურებთან ერთად, რიტუალში მრევლიც მიიღებდა მონაწილეობას. წარმართულისაგან განსხვავებით ქრისტიანულ ტაძარს აუცილებლად უნდა ჰქონოდა ორგანიზებული შიდა სივრცე. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აია სოფიას გრანდიოზული ტაძარი.

2420971112_cccb186f48_b

დღეს, 21–ე საუკუნეში, თანამედროვე არქიტექტურას ტექნოლოგიური მიღწევების მეოხებით  სივრცის იდეალურად ჩამოყალიბება შეუძლია. თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში სივრცეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ადამიანისათვის ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი კომფორტი და სულიერი იდილიაა.

fca25aac4387

Museum-Moderner-Kunst

 

1,990 ნახვა
Tags
Share

About Author

სოფო კარტოზია

სოფო კარტოზია

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
August 2013
M T W T F S S
« Jun   Sep »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031