სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები და მათი მოგვარების გზები

შემეცნება
სამხრეთ კავკასია (ისტორიული ექსკურსი)
კავკასია გეგრაფიულად, ეთნიკურად, ენობრივად, კონფენსიურად და კულტურულად საკმაოდ მრავალწახნაგოვანი რეგიონია, რასაც ადასტურებს ის რეალური ფაქტები, რომლებიც ჩვენ თვალწინ 21-ე საუკუნეში  ხდება.  პოსტსაბჭოთა პერიოდის დროს კავკასიის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო  მთელ მსოფლიოში.
როგორც ჩვენთვის ცნობილია სამხრეთ კავკასიის რეგიონში შედის შემდეგი ქვეყნები: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. თითოეული მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს განსხვავება  აისახება ამ სახელმწიფოთა კულტურაში, ფოლკლორში საშინაო  თუ საგარეო პოლიტიკაში. ჩვენი ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვარი გადის სომხეთსა და აზერბაიჯანზე, რის შედეგადაც  ადვილი შესამჩნევია ისე ფოლკლორული მსგავსებებიც, რაც საქართველოსა და დანარჩენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ახასიათებთ.
კავკასია ყოველთვის თამაშობდა დიდ როლს, როგორც გამაერთიანებელ რგოლს, ევროპასა და აზიას შორის.  დიდი ხნის განმავლობაში რეგიონი იყო ან დაპირისპირებულ  მხარეთა ბუფერული ზონა, ან მათი ნაწილი.  უძველესი დროიდან, რეგიონში გადიოდა საზღვრები, რომლებიც მნიშნველოვნად ყოფდა სხვადასხვა ეთნოსთა განსახლების არეალებს.
მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, კავკასიის ზონა იყო  უმნიშნველოვანესი რამ, აზიისა და ევროპის კონტინენტისა . ეს იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ სხვადასხვა ცივილიზაციები და რელიგიები, როგორებიც იყო: ისლამი, ქრისტიანობა, ბუდიზმი და ა.შ. რეგიონი ისტორიულად მუდმივად ჩართული იყო  საერთაშორისო საკომუნიკაციო ქსელში, თუმცა ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირის ჰეგემონიის დრომდე გაგრძლედა. მთავარი მიზეზი სწორედ სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოს: სომხეთის საქართველოსა და აზერბაიჯანის იძულებით ,,გაწითლება’’ იყო, ცარისტული რუსეთის მიერ, რომელიც ყველანაირად ცდილობდა დიდი ხნის განმავლობაში ებატონა მსოფლიოში, რაც არც ისე წარმატებით გამოუვიდა.
სადღეიდოს  ეს რეგიონი ისევ დიდი აქტუალურობით სარგებლობს საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან როგორც უვკე ავღნიშნე, იგი წარმოადგენს სატრანზიტო დერეფანს ევროპა აზიას შორის. სწორედ ეს გახლავთ ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც განაპირობა მისი დაინტერესება  საერთაშრისო ორგანიზაციების მხრიდან. მაგალითისთვის მინდა გამოვყო ,,ევროკავშირი’’, რომელმაც 2008 წელს ბრიუსელის სამიტზე პარტნიორ სახელმწიფოებთად გააფორმა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ ხელშეკრულება, რომელიც მზინად ისახავს ხელშეკრულებაში მონაწილე ქვეყნების დიდ ,,ევროპულ ოჯახში’’ ეკონომიკურ ინტეგრაციას. ცხადია ამ პროექტის მონაწილეები სამხრეთ კავკასიი ქვეყნებიც არიან: საქართველო, სომხეთი  და აზერბაიჯანი.
      სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო
სამხრეთ  კავკასიის  სამომავლო  განვითარების  პერსპექტივების  ნებისმიერი  ანალიზი  უშუალო  უკავშირდება  არსებული ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების დარეგულირების საკითხთან, რომელთა  შორის  დიდი  ყურადღება  ექცევა  მთიანი ყარაბაღის  კონფლიქტს.
ამ საკითხის განხილვის დროს უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ  სომხები, ისე აზერბაიჯანელები ამტკიცებენ, თავიანთ ისტორიულ უფლებას მთიან ყარაბაღზე. იგი წარმოადგენს ყოფილ აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შემავალი ავტონომიურ ოლქს. ისტორიული ყარაბაღი  სხვადასხვა ეპოქაში მოიცავდა რამდენიმე ტერიტორიას. იგი აერთიანებდა მის აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე მიწებს, რომელთა უმეტესობაც შედიოდა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში. იგი დღესაც მოქცეულია დამოუკიდებელი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულს საზღვრებში.
ამ კონფლიქტის მთავარი საფუძველი გახდა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სომხურენოვანი მოსახლეობის სურვილი, სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკასთან გაერთიანება. 1989 წლის 1 დეკემბერს სომხეთის საბჭოთა სოციალისტურმა უმაღლესმა საბჭომ  მიიღო გადაწყვეტილება მთიანი ყარაბაღის  ავტონომიური ოლქის სომხეთთან მიერთების შესახებ, რასაც ინტენსიური მანიფესტაციები მოჰყვა აზერბაიჯანსა და სომხეთში.
მას შემდეგ, რაც სომხეთის რესპუბლიკაში შეიცვალა ცენტრალური ხელისუფლება, ახალმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყო აზერბაიჯანის პრეზიდენტთან  ჰეიდარ ალიევთან. რეალურად ამ შეხვედრით პროგრესი არ განუცდია ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას,  თუმცა ერთი შედეგი მაინც გამოიღო-მთიანი ყარაბაღი გამოეთიშა მოლაპარაკებების პროცესს. სომხეთის რესპუბლიკამ თავის თავზე აიღო ამ რეგიონში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელება.
ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა მხარეთა შორის გახლავთ ყარაბაღის სტატუსი. ოფიციალური ბაქო მიიჩნევს, რომ სომხეთმა მკაფიოდ უნდა განსაზღვროს თავის პოზიცია და დაიჭიროს ნეიტრალური პოზიცია, იმ შემთვევაში თუ არ სურს, რომ აზერბაიჯანმა ეს რეგიონი განიხილოს კონფლიქტის ზონად.
2007 წლის ნოემბერში ეუთოს მონსკის ჯგუფის თავჯდომარეებმა, ქ.მადრიდში გამართული ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, აზერბაიჯანისა და სომხეთს წარუდგინეს კონფლიქტის მოგვარების 15 საბაზისო პრინციპი, რის თანახმადაც ბოლო სამი წლის მანძილზე მხარეთა პოზიციები შესათანხმებელი დარჩა. აღნიშნული საბაზისო პრონციპები ზუსტად ეხმიანება იმ განსხვავებული შეხედულები აღმოფხვრას, რაც ამ ორ ქვეყანას  გააჩნია ყარაბაღთან დაკავშირებით.
ჩემი აზრით, ეს   კონფლიქტი ძალიან არასტაბილურად არის განხილული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამ საკითხში  სამშვიდობო მოლაპარაკებები უფრო ხშირად რომ იმართებოდეს, არ იქნებოდა ამხელა პრობლემები.  სამწუხაროდ, ამ გადმოსახედიდან,  ეს საკითხი ამ ეტაპზე არ არის მოგვარებადი, ვინაიდან სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობები კომპრომისზე ვერ თანხმდება ერთმანეთთან. აუცილებელია, რომელიმემ დათმოს თავის პოზიცია.  ისინი არ ფიქრობენ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობაზე. ლიდერები ცდილობენ ხალხი საკუთარ გადაწყვეტილებებში დაარწმუნონ. რის გამოც ამ ყველაფრის სათავე, სწორედ საბჭოთა კავშირის ტირანულ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ.
კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში
კიდევ ერთი საბჭოთა კავშირის დამანგრეველი პოლიტიკის მსხვერპლი გახლავთ ოსეთის რეგიონი, რომელსაც სერიოზული კონფლიქტი აქვს საქართველოსთან. იმისთვის, რომ გავიგოთ კონფლიქტების გამომწვევი მთავარი მიზეზები, აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ სსრკ-ს პოლიტიკაზე. ურთიერთობის დაძაბვაში დიდი როლი ითამაშა  პოლიტიკოსთა ფართომაშტაბიანმა გამოსვლებმა და შემდგომში მათ შორის წარმოქმნილმა დაპირისპირებამ. მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის ოლქში დაიწყო შეიარაღებული დაპიროსპირებები, საფრთხე დაემუქრა ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს. ამ კონფლიქტმა ფაქტობრივად ,,ქართულ-ოსური’’ კონფლიქტის სახე მიიღო, რომელიც ეთნო ნაციონალური ხასიათის იყო.
კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს თავის მიწა-წყლად განიხილავს და სურს მასზე საკუთარი სუვერენიტეტის გავრცობა. ამ შემთხვევაში დაპირისპირების მთავარი მიზეზი, სწორედ რომ ტერიტორიების დაკარგვაა, თუმცა იმის გამო, რომ სამხრეთ ოსეთსი ცხოვრობენ ქართველები, ხოლო შიდა ქართლში ოსები, პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი მიზეზი რეგიონის პოლიტიკური სტატუსია.
1917 წელს რუსეთის რევოლუციის შემდეგ, რუსი კომუნისტები შეიდა ქართლში ჩასახლებულ ოსებს ქართველების წინააღმდეგ ამხედრებდნენ, რაც 1920 წელს აჯანყებაში გადაიზარდა და საბოლოოდ 1922 წელს ავტონომიური ოლქის შექმნით დასრულდა.
დიაგრამა N1: რეგიონში ცხოვრობდა 98 ათასი ადამიანი, მათგან (65 ათასი-66.4 % ოსი ; 28 ათასი-28.8% რუსი; სომხები 1 ათასი-1%; სხვა ერობნებები-2 ათასი 1.7 %)
1988 წლის ნოემბერში  ცხინვალში ჩამოყალიბდა რადიკალური მოძრაობა ,,ადამონ-ნიხასი’’, რომელმაც მიზნად დაისახა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება, მოგვიანებით ამ ორგანიზაციამ მიიღო დეკლარაცია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სუვერენიტეტის შესახებ.
ჩემი აზრით, ურთიერთობის დაძავბაში დიდი როლი შეასრულა საბჭოთა სოციალისტურმა მთავრობამ, რომელიც მის მიერ დაპყრობილ ყველა სახელმწიფოში ტირანულ და არადემოკრატიულ მმართველობას ახორციელბდე. ცხადია ეს ,,ბედნიერება’’ ჩვენც გვერგო, რადგან დავკარგეთ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და აფხაზეთიც. ალბათ იძულებით, რომ არ ,,გავეწითლებინეთ’’ საბჭოთა კავშირს, ახლა ასეთი დაპირისპირება აღარ გვექნებოდა ჩვენს ყოფილ რეგიონებთან. იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას პირველ რიგში საჭიროა,  უფრო მეტი კარგი საერთაშრისო დონორის მოძიება, რომელიც ინტენსიურად ჩაერთვება ამ საკითხში. სამწუხაროს ასეთი მხარდამჭერი საქართველოს მხოლოდ ,, ნატო’’  და ,,გაერო’’ ჰყავს, რომელებივ ინტენსიურად მუშაობენ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ-ჯერობით სახარბიელო შედეგი მაინცდამაინც არ გვაქვს.
                                                      დასკვნა
ზოგადად სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების მოგვარება ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია, ვინაიდან არცერთი დაპირისპირებული მხარე არ ცდილობს პრობელემების მშვიდობიანი გზით მოგვარებას. თითქმის ყველა სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს ძალაუნებურად ჭირდება ძალის გამოყენება პრობლემის მოსაგვარებლად. ყველაფრის თავი და თავი რათქამაუნდა საბჭოთა კავშირია, რომელმაც ძალიან სერიოზული ლაქა დაამჩნია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, რისი მოშორებაც  საკმაოდ რთულია
მე ჩემ თემაში უშვალოდ ყურადღება გავამახვილე ორ აქტიურ კონფლიქტზე ყარაბაღის და სამხრეთ ოსეთის, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოში ეს პრობლემები მეტად თვალშისაცემია, ის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტებზე.
ამას, გარდა თითოეულ განხილული საკითხის გარშემო ჩამოვაყალიბე საკუთარი პოზიცია კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად და ვისაუბრე იმ ნაკლოვანებებზე, რაც ამ პრობლემების მოგვარების მცდელობებს ახლავს.
დაჩი კორინთელი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ევროპისმცოდნეობის და ენათმეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

 

ბიბლიოგრაფია: 
შ. ხინჩიაშვილი,  რელიგიური და კულტურული იდენტობის პრობლემები კავკასიის ხალხებში,  (თბილისი : პოლიტოლოგიის ინსტიტუტი: 2007)
ნ. ჩიქოვანი, რელიგია და კულტურა სამხრეთ კავკასიაში, (თბილისი : სოციალურ მეცნიერებათა სერია: 2006)
დ. პიპინაშვილი,  სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები და რეგიონული სტაბილურობის პრობლემები, (თბილისი : პოლიტოლოგიის ინსტიტუტი: 2009)
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები