ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას

დასაქმება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი აცხადებს სტაჟიორთა მიღებას.

საქმიანობა: სტაჟიორები გაივლიან მცირე საგანმანათლებლო კურსს რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიაში. მოგვიანებით ისინი თავად ჩაატარებენ კვლევას თემაზე: “სახელმწიფო ახალგაზრდული ორგანიზაციები – ცნობადობა, საზოგადოებრივი აზრი და შეფასებები”.

კვლევა ჩატარდება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში. სტაჟიორები მონაწილეობას მიიღებენ კვლევის შედეგების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში.

სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატები და სარეკომენდაციო წერილები.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე (მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე).
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

სასურველია, კონკურსში მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა. თითოეული სტაჟიორისთვის შედგება პირადი სამუშაო გრაფიკი მათივე სასწავლო ცხრილთან შეთავსებით.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ პირადი მონაცემები (CV), ფოტოსურათი და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ ფოსტაზე: bavshvtafondi@gmail.com ან contact@fondi.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები