Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ტრენინგი და კონკურსი ბლოგერებისა და ჟურნალისტებისთვის

ტრენინგი და კონკურსი ბლოგერებისა და ჟურნალისტებისთვის
October 05
21:20 2013

არასამთავრობო ორგანიზაცია “სტუდენტური კლუბი სოციალური კეთილდღეობისთვის”, პროექტის “დისკრიმინაციული გარემოს კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში” ფარგლებში, აცხადებს ერთდღიან ტრეინინგს და კონკურსს ბლოგერებისთვის და ჟურნალისტებისთვის, შემდეგ თემებზე: აივ-შიდსი, C ჰეპატიტი, ნარკო მოხმარება, LGBT საკითხები და ადამიანის უფლებები.

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სტატია ზემოთ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, რომელიც განთავსებული იქნება პირად ბლოგებზე ან სხვა ბეჭდურ მედიაში. ტრეინინგის შემდეგ მონაწილეებს ევალებათ საკონკურსო სტატიის დაწერა, რომელიც განთავსებული იქნება პირად ბლოგზე ან სხვა ბეჭდურ მედია საშუალებებში.

კომისია გამოავლენს 3 საუკეთესო სტატიას.

საპრიზო ფონდი საუკეთესო სტატიებისთვის:

I ადგილი – 100 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში და წიგნების მაღაზია “ბიბლუსის” ვაუჩერი 40 ლარის ოდენობით.
II ადგილი – 60 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში და წიგნების მაღაზია “ბიბლუსის” ვაუჩერი 50 ლარის ოდენობით.
III ადგილი – 40 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში და წიგნების მაღაზია “ბიბლუსის” ვაუჩერი 70 ლარის ოდენობით.

ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი.

ტრეინინგი ჩატარების დრო და ადგილი: 12 ოქტომბერი, 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე, თბილისი, დოისეს ქ. 16.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელფოსტა: Studentsclub73@yahoo.com
Facebook: https://www.facebook.com/Studentsclub.SCSW
Tel: 568 474427

გთხოვთ, CV და სტატია გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: Studentsclub73@yahoo.com
განცხადებების მიღების საბოლოო ვადაა 2013 წლის 10 ოქტომბერი, 18 სთ.

დავუკავშირდებით მხოლოდ ტრეინინგისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

პროექტი დაფინასებულია “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” მიერ.
ბლოგერებისა და ჟურნალისტების თანადამფინანსებელია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო ექიმები – საფრანგეთი”, საქართველოს წარმომადგენლობა.

516 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2013
M T W T F S S
« Sep   Nov »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031