Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ყველაზე მოდური ფილმი

ყველაზე მოდური ფილმი
October 15
01:51 2013

1

ფილმი, რომელიც მოდური სამყაროს პრინციპებსა და მკაცრად განსაზღვრულ კანონებს პირდაპირ პასუხობს. დარწმუნებული ვარ უამრავ თვენგანს აქვს ნანახი და მოხიბლულა შესანიშნავი სამსახიობო წრითა თუ სიუჟეტით, ფრაზებითა თუ კადრთა საინტერესო რაკურსებით. მაგრამ ცოტას მეც გეტყვით ამ ფილმზე, რომელიც  ფავორიტ „ჰოლივუდურ“ ფილმთა სიაში მოვახვედრე, რომელთა ფინალი ყოველთვის „ჰეფი ენდია“.

 ეს ფილმი 20th Century Fox-მა გადაიღო 2006 წელს  დევიდ ფრანკელის რეჟისორობით. თუმცა, მანამდე არსებობდა ლორენ ვეისბერგერის მიერ 2003 წელს დაწერლი ბესთსელერი რომანი ამავე სახელწოდებით. ფილმის წარმატება გარანტირებული იყო. ბიუჯეტი  35,000,000 $-ს შეადგენდა, ხოლო მოგებამ 326,308,924 $  შეადგინა. ფილმი, ისევე როგორც წიგნი რეალურ ამბავზეა აგებული. ავტორი ლორენ უაისბერგერი თავად მუშაობდა გარკვეული დროით ამერიკული „Vogue”-ს მთავარ რედაქტორ ანა ვისტურის ასისტენტად, მისი პროტოტიპია ჟურნალ  „RUNWAY”-ს რედაქტორი მირანდა პრისლი, რომლის როლს ორსკაროსანი მსახიობი მერილ სტრიპი ასრულებს. მისი პერსონაჟი მირანდა პრესტიჟული და მაღალტირაჟიანი მოდების ჟურნალის მთავარი რედაქტორია. მოდის სამყაროს წამყვანი ფიგურა, NEW YORK-ის ელიტ.საზოგადოების წევრი,  გრაციოზული, გამოცდილი, დახვეწილი, ნაზი, გემოვნებიანი, ეტალონი ქალია,  40 წელს მიღწეული, შესაშური გარეგნობითა და კარიერით.

3

მერილ სტრიპი (Meryl Streep)

მისი ასისტენტი, ამ შემთხვევაში ავტორ  ვეისბერგერის პროტოტიპია, გარეუბნელი გოგონა ანდრეა საქსი. ის უნივერსიტეტდამთავრებულია, არაჩვეულებრივი CV-ით და ოცნებობს ცნობილი ჟურნალისტი გახდეს. მოდის სფეოში გაურკვეველი გოგონას კარიერულ ნაბიჯებს, ემოციურ საზღვრებსა და პირად ცხოვრებას ფილმში განასახიერებს, ენ ჰეთევიეი. ის ერთწლიან კონტრაქტს დებს მირანდასთან, მისი მიზანი კი NEW York TIMES-ის  რედაქციამდე მისვლაა.

მისახვედრია, რომ მოდის ჟურნალის რედაქციაში მოხვედრილი გარეუბნელი გოგონა, შეუსაბამო ჩაცმულობითა და არამოდურობით,  ვერ შეძლებდა მკაცრი და ბევრისთვის საშიში ბოსის მოხიბლვას. არც თანამშრომლები ყოფილან მის მიმართ კეთილგანწყობილნი. ვფიქრობ, სწორედ ამ სიტუაციამ მისცა ანდრეას სტიმული მიეღწია მიზნისთვის და კონკურენტსავსე  სამყაროში თავისი ადგილი ეპოვნა. მიზნისკენ სწრაფვის თანმდევია დაბრკოლებები, ამ შემთხვევაში პირადი ცხოვრების უკუსვლა, რომელიც მეგობარ ბიჭთან არეულმა ურთიერთობამ განაპირობა. რადგან წარმატება დროის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს, ეს შედეგი მოსალოდნელიც იყო. ანდრეა მალევე იცვლის ჩაცმის სტილს, იხვეწება, თუკი სამოსი მისთვის მერვედხარისხოვანი იყო, ახლა წინა პლანზე წამოვიდა, პარიზში მოგზაურობს მირანდასტან ერთად და ესწრება მოდურ ჩვენებებსა და წვეულებებს. ამავდროულად მირანდას ოჯახშიც ერვა და მას აქვს შესაძლებლობა იხილოს ამ ეტალონი ქალის სისუსტე, რომელიც არავისთვისაა ცნობილი. გარკვეულწილად, მირანდა მოხიბლილია გოგონას ტრანსფორმაციით და მასში საკუთარ თავსაც ხედავს. ფილმის დასასრულს გოგონა არჩევანს აკეთებს. მისი არჩევანი ძველ მეგობარ ბიჭთან დაბრუნებაა და არა მირანდას ასისტენტად დარჩენა.

2 4

New York Timesისთვის მან მირანდასგან მიიღო დახასიათება: „მან ყველაზე მეტად გამიცრუა იმედები ჩემს ასისტენტებს შორის, თუმცა იცოდეთ, თქვენ  ყველაზე დიდი იდიოტი იქნებით, თუ მას  რედაქციაში არ აიყვანთ“. კიდევ ერთი ციტირება, ესეც ფილმის პინალურ ეპიზოდშია. ემილი, მირანდას ასისტენტი და ენდის მეტოქე, ახალ ასისტენტს ეტყვის:–„შენ აქ შეუცვლელის ადგილი გიკავია, იმედია, იცი ეს“.

 

Anne  Hatheway

აღსანიშნავია, რომ ამ ბესთსელერის ავტორი ლორენ ვაისბერგერი რომანის მეორე ნაწილზე მუშაობს, სახელწოდებით: Revenge Wears Prada (The Devil Returns), ანუ ეშმაკის დაბრუნება, (რევანში). წიგნში  მოქმედება განვითარდება რამდენიმე წლის შემდეგ. სადაც ანდრეა თავად არის პოპულარული ჟურნალის “The Plunge”-ს გამომცემელი,სადაც ქორწინების შესახებ იწერება. ენდი თანამშრომლობს ემილისთან, რომელიც ასევე მირანდას ყოფილი ასისტენტი იყო. ამავდროულად გოგონა საკუთარი ქორწილის სამზადისშია, სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში ისევ ჩნდება მირანდა პრისლი-პრადას ქუსლიანი ფესაცმლით, დიდი სურვილი და მოლოდინი მაქვს მეორე ნაწილის, ანუ ამ სიუჟეტის ეკრანიზაციის ხილვისა, და იმედია ჰოლივუდი არ გაგვაწბილებს. მოითმენლად ველი რევანშს.

ნათია მოციქულაშვილი

865 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2013
M T W T F S S
« Sep   Nov »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031