Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ჯეკ ლონდონი – “მარტინ იდენი”

ჯეკ ლონდონი – “მარტინ იდენი”
October 27
00:42 2013

232950

“ცხოვრებაში ყოველთვის ჯოკერი ვერ გეჭირება ხელში, ხანდახან უიღბლო ხელის თამაშიც გვიწევს.”

ერთი ჩვეულებრივი მეზღვაურის თითქოსდა ჩვეულებრივი ცხოვრება, რომელსაც გარემოებები 360 გრადუსით ატრიალებს. ატრიალებს, რადგან თავად მარტინს სურს ასე. უყვარდება ქალი, რომელიც, მისი აზრით, მიუწვდომელი და შორეული ოცნებაა მისთვის. არც ბურჟუაზები ხვდებიან სიხარულით, მარტინის მიღება მათთვის მათივე წამოწყებული თამაშის საკვანძო ნაწილია. მასპინძლობენ, რადგან სურთ, რომ მათი ქალიშვილი გაიზარდოს. რუთის დაინტერესება და მარტინის შეყვარება მათ გეგმებში არ შედიოდა. ის ხომ მათ სოციალურ მდგომარეობას არ შეეფერებოდა. სასიძოდ სულ ცოტა ბანკის ბუღალტერი ესახებოდათ,  რომელსაც მარტინიმა სინონიმად გარეწარი მოუძებნა და მხატვარი, რომელთან საუბარი მთქნარებას ჰგვრის.

ბიბლიოთეკებში სიარული, აკრძალვა: ძილის, ჭამის, მეგობრების, მუშაობის. არაფერს არ უნდა შეეშალა ხელი კითხვისთვის და დაკარგული წლების ასანაზღაურებლად. მხოლოდ კითხვა, წერა და მომავლის იმედი. არც აღიარების სურვილი და არც სიმდიდრე. უბრალოდ სურს, რომ მისი იწამონ და მათი წესებით ცხოვრება არ აიძულონ. ერთადერთი ნათელი წერტილი რუთი, რომელიც ერთგვარი შუქურა აღმოჩნდა საკუთარი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. რუთმაც არ იწამა მისი და სანამ ბრბომ არ აღიარა, მის ნაწერებს არაფრად აგდებდა,ზრდილობისთვის უსმენდა და ხშირად ესეც უჭირდა.

„წიგნების კითხვამ დაარწმუნა, რომ ორი ლიტერატურული სკოლა არსებობდა. ერთს ადამიანი რაღაც ღვთაებად წარმოედგინა, ხოლო მის მიწიერებას, ნამდვილ ადამიანურ ბუნებას, სავსებით უგულებელჰყოფდა; მეორეს, პირიქით, მიწას მიკრულ პირიტყვად წარმოედგინა და მის ციურ აღმაფრენას, ღვთაებრივ ნიჭსა და უნარს სავსებით უარყოფდა. მარტინის აზრით, ორივე სკოლა ცდებოდა, ერთიც და მეორისაც ძალიან ცალმხრივი ეჩვენებოდა. ჭეშმარიტება სადღაც შუაში იყო.“

თავად იწამა საკუთარი თავის, იშიმშილა, ვალებით ცხოვრება ისწავლა და შედეგს მიაღწია. რედაქტორები აქეთ ეხვეწებიან მათთან თანამშრომლობას. შიმშილის დროს დაწერილი აღიარებულს დაუფასეს. აღარ ახარებს, ჯერ ძილისთვის ენანებოდა დრო, მერე სიცოცხისთვის. შიშის განცდა ენატრებოდა, რომ სიცოცხლე ეგრძნო. სხეული ჯანმრთელი ქონდა, ტვინი სტკიოდა.

„როგორც დამშეული ადამიანი ვერ მოაშორებს ხოლმე თვალს საჭმელს, ისე მარტინიც, რომელიც რამდენი ხანია ფულს არ ღირსებია, ვეღარ აშორებდა ხელს ვერცხლის მონეტებს. განა ძუნწი იყო  ან ხარბი – არა, ფული ახლა მისთვის მეტ რამეს ნიშნავდა და თითოეულ მონეტაზე ამოტვიფრული არწივი მისთვის ახლა გამარჯვების მაუწყებელი ფრთოსანი მაცნე გამხდარიყო.“

ბრისენდენი იყო ადამიანი, ვინც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და მარტინი საკუთარ შესაძლებლობებში გაამყარა. პირველად მისი ნაწარმოებით აალაპარაკა საზოგადოება, საზოგადოება, რომელიც ბრბოდ იქცა, რომლის აზრი აღარაფრად ღირდა მარტინისთვის და რომელში დამკვიდრებასაც ერთ დროს თვითონ ცდილობდა, ეზიზღებოდა.

შიშის გრძნობას მონატრებულს სიცოცხლის შენარჩუნების გამწარებული სურვილი არ გასჩენია, ისე მიიწევდა ფსკერისკენ. ზღვა სიმბოლოა თავისუფლებისა, სადაც ადამიანი საკუთარ „მე“-ს ეძებს და გაურკვევლობისგან გამოკვლევას ცდილობს. არ უარყოფდა ჯეკ ლონდონი მარტინთან მსგავსებას, მეზღვაურიც იყო და ქარხნის მუშაც, გაჭირვების გამო წიგნის კითხვა მხოლოდ ბიბიოთეკაში შეეძლო, რადგან წიგნს ვერ ყიდულობდა. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 1916 წლის  22 ნოემბერს, მორფის გადაჭარბებული დოზით.

„ადამიანი უკანასკნელი ეფემერიდია, გაცოცხლებული მატერია, ტემპერატურის წყალობით შექმნილი, რომელიც თერმომეტრის სკალაზე მიცოცავს და თავის პაწაწინა ადგილს ეძებსო.“

ეფემერიდი  – 1.ფრთოსანი მწერი, რომელიც მხოლოდ ერთ ან რამდენიმე დღეს ცოცხლობს. მედღეურა.

                                2.გადატ. ხანმოკლე, ეფემერული რამე.

იხილეთ ასევე: ფრანც კაფკას სასიყვარულო წერილი

ავტორი: სოფიკო კვირიაშვილი

924 ნახვა
Tags
Share

About Author

სოფო კვირიაშვილი

სოფო კვირიაშვილი

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2013
M T W T F S S
« Sep   Nov »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031