Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სოხუმის დაცემიდან 20 წლის შემდეგ!

სოხუმის დაცემიდან 20 წლის შემდეგ!
October 27
02:40 2013

აფხაზეთის ომისა და სოხუმის დაცემიდან ოცი წლის შემდეგ, 2013 წლის 27 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება. სასწავლო კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, რომლებმაც გაიხსენეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ექიმები და სტუდენტ-მედიკოსები.

1

ყვავილების გვირგვინით შეამკეს მათი ხსოვნისადმი აგებული მემორიალი.

2

აფხაზეთის ომში დაღუპული სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების – გიორგი მიროტაძის, ილია მელაძისა და ნიკოლოზ ღიბრაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: თსსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ბატონმა ზურაბ ვადაჩკორიამ, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ გონგაძემ.

3

ხოლო მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა თამარ ჟღენტმა წაიკითხა აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი ლექსი.

4

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ექიმებისა და სტუდენტი–მედიკოსების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის მოძღვარმა.

5
აღნიშნული ღონისძიების დასრულების შემდეგ თსსუ–ის სტუდენტები გაემართნენ გმირთა მოედნისაკენ, სადაც შეუერთდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტის სტუდენტების მიერ გამართულ ერთიან მსვლელობას, რომელშიც 5000 სტუდენტი მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი და კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი მათ ხსოვნას.

6

ეთო ნოსელიძე

1,377 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2013
M T W T F S S
« Sep   Nov »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031