Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ახალგაზრდა დამკვირვებელთა მომზადება

ახალგაზრდა დამკვირვებელთა მომზადება
October 27
01:20 2013

DSCF7902

ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყანაშიც წინასაარჩევნო მოსამზადებელი პერიოდი მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა პარტიები საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არიან ჩაბმულნი, ხოლო არასამთავრობო და სხვადასხვა სახის ორგანიზაციები საარჩევნო უბნებსა და ოლქებში დამკვირვებელთა გადამზადებით არიან დაკავებულნი. ამ მხრივ გამონაკლისი არც არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოა“, რომელმაც 14 და 15 ოქტომბერს მოახდინა ქართულენოვანი დამოუკიდებელი დამკვირვებლების მომზადება. პროექტის მონაწილეები იყვნენ თბილისისა და რეგონების სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ტრეინინგები გაიმართა ბაკურიანში და მოიცავდა როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებებს. თეორიული მომზადების დროს მონაწილეებმა შეისწავლეს საარჩევნო უბანზე დამკვირვებელთა უფლება–მოვალეობები, საარჩევნო დღისა და ხმების დათვლის პროცედურები და არჩევნების შემადგენელი სხვა დეტალები, რომელზე დაკვირვებაც მათ ევალებათ. ასევე გაეცნენ იმ შესაძლო დარღვევებს რომელთაც შეიძლება ადგილი ჰქონდეთ საარჩევნო უბანზე და ისწავლეს მათი აღმოფხვრისა და მოგვარების გზები. რაც შეეხება პრაქტიკულ სწავლებას, იგი გულისხმობდა საარჩევნო უბანზე მოსალოდნელი სხვადასხვა კრიტიკული სიტუაციების განხილვას, და პრობლემების მოგვარებას, რაზეც მონაწილეები ჯგუფურად მუშაობდნენ და პოულობდნენ პრობლემის გადაჭრის გზებს, შემდეგ კი აკეთებდნენ პრეზენტაციას და სხვა მონაწილეებსაც აცნობდნენ პრობლემის არსსა და მისი მოგვარების ვერსიებს. სწავლებები ორი დღის განმავლობაში ჩაატარეს კვალიფიციურმა ტრენერებმა, რომელთაც თავიანთი საარჩევნო სადამკვირვებლო თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება გადასცეს პროექტის მონაწილეებს, რომელნიც ამ ცოდნას გამოიყენებენ უკვე საარჩევნო უბანებზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

ავტორი: ნიკა ჩერქეზია

405 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2013
M T W T F S S
« Sep   Nov »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031