სოლიდარობა ნიგერიელ სტუდენტებს

სტუდენტური ცხოვრება

2013  წლის 1 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, 29  სექტემბერს ნიგერიაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ჩატარდა სტუდენტების საპროტესტო აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ თსს–სტუდენტები მსოფლიოს 38 ქვეყნიდან.

999612_554700301272430_316982368_n

სტუდენტებმა დაგმეს ტერორისტული ორგანიზაციის ქმედება, რომლის შედეგად ნიგერიის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში სასწავლო კოლეჯის საერთო საცხოვრებელზე თავდასხმისას 50 ნიგერიელი სტუდენტი დაიღუპა.

ეს ტრაგედია მოხდა ღამით, როდესაც სტუდენტებს ეძინათ. ამ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა აიღო ისლამისტურმა მოძრაობამ „ბოკო ხარამი“ (ტელეკომპანია BBC), რომლის უმთავრეს მიზანს ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში ხალიფატის შექმნა წარმოადგენს.

                                                                                  ეთო ნოსელიძე 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები