Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

აფხაზური და ოსური კულტურის დღე

აფხაზური და ოსური კულტურის დღე
November 04
21:48 2013

3 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში აფხაზური და ოსური კულტურის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ. საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია. ასევე, მოწვეული იყო სხვადასხვა ცნობილი მსახიობი, მომღერალი და გამოჩენილი მოღვაწე. კონცერტზე წარმოდგენილი იყო აფხაზური და ოსური ხალხური ცეკვები და სიმღერები, რომლებიც დაბრაზს ემოციებითა და აპლოდისმენტების ქუხილით ავსებდნენ. სცენიდან აუდიტორიას მიმართეს მოწვეულმა სტუმრებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა – დიმიტრი ჯაიანმა კი სცენაზე პატრიოტიზმით სავსე ლექსი წაიკითხა და მთელი დარბაზი უდიდესი ემოციებით აღავსო.

აღსანიშნავია, რომ დამსწრეთა შორის ყველანაირი ასაკის ადამიანს იპოვიდით. ზოგი მაყურებლის სტატუსით იყო მოსული, ზოგიც კი სცენიდან აცოცხლებდა წინაპართა ისტორიას ცეკვებსა და სიმღერებში.

კონცერტის შემდეგ გაიმართა წარმოშობით აფხაზ და ოს მხატვართა და ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა, რომლის ძირითადი თემა აფხაზეთი და ოსეთი იყო. ნამუშევრების ნაწილი სიმბოლიზმში იყო გადაწყვეტილი, ნაწილი კი პეიზაჟებსა და ქალაქების უმშვენიეირეს ხედებს წარმოადგენდა. გამოფენა ალაფუშეტთან ერთად მიმდინარეობდა, ტრადიციული კერძებითა და ქართული, თეთრი და წითელი ღვინით.

საღამო მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართველების, აფხაზებისა და ოსების დაახლოებისათვის. მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ამ სამ მოძმე ერს შორის ურთიერთოებების დარეგულირებასა და გამყარებას, ინფრომაციის გაცვლა–გამოცვლასა და მათ ხელახალ დამეგობრებას. და როგორც ერთ–ერთმა იქ დამსწრე ბატონმა განაცხადა ჩემთან საუბარში – „დარბაზში ქართველ, აფხაზთა და ოსთა წინაპართა სულები ჩანან, რომელნიც ხელიხელგადახვეულნი სხედან ერთ სუფრასთან და ნადიმობდნენ. დროა, ჩემო შვილებო, რომ თქვენ, ახალგაზრდებმა, ამ სულებს ხორცხი შეასხათ!“

ნიკა ჩერქეზია

142 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2013
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930