Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კონცერტი – „ჩვენი საქართველო“

კონცერტი – „ჩვენი საქართველო“
November 08
01:16 2013

ქართველი ხალხი რომ პუნქტუალობით, გამოვირჩევით ამაზე უკვე აღარავინ დავობს. ქართველებს არ გვიყვარს შეხვედრაზე დაგვიანება და ნურც ნურავინ დაგვწამებს ცილს. აბა, დანიშნულ ადგილას დანიშნულ დროზე 10–15 წუთით გვიან მისვლა რა დაგვიანებაა. აი, დაგვიანება უკვე ნახევარი საათის გადაცილებაა.

64233_745320058827933_381661689_n

დღეს, 7 ნოემბერს თსუ–ს მერვე კორპუსის სააქტო დარბაზში ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის თვითმართველობის ორგანიზებით ჩატარდა კონცერტი, რომელიც ქართული გაგებითაც კი დანიშნულ დროზე საკმაოდ გვიან დაიწყო. მართალია, ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გამოაცხადა, რომ დაწყება ცოტა გვიანდებოდა, გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ სავსე დარბაზიდან მაინც გაისმა უკმაყოფილო შეძახილები. (ალბათ, დაიღალნენ ლოდინით და ღია სცენაზე რეპეტიციების ყურებით, რომელიც, წესით, მანამდე უნდა გაევლოთ და იმ დროისთვის კარგა ხნის დამთავრებული ყოფილიყო).

379658_745319902161282_366439673_n 1385684_745322028827736_2107411975_n

40 წუთის ლოდინის შემდეგ ასე „ნანატრი“ კონცერტიც დაიწყო. მართალია, თავიდან წამყვანებს „ცოტა“ გაუჭირდათ აფორიაქებული დარბაზის დაწყნარება, მაგრამ შემდგომ ყველაფერი კარგად გაგრძელდა. კონცერტზე წარმოდგენილი იყო საქართველოს კუთხეებისთვის დამახასიათებელი ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები. მონაწილეებმა ასევე წაიკითხეს ლექსები, ხოლო გიტარაზე შესრულებულმა სიმღერებმა, თუ მთელი არა, დარბაზის ნაწილი მაინც აიყოლია.

ვინ იცის, იქნებ მომავალში თუ დროულად დაიწყო ღონისძიება, შესაძლოა, მაყურებელთა უმრავლესობაც აჰყვეს სცენაზე გამოსულ მონაწილეებს.

ნიკა ჩერქეზია

204 ნახვა
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2013
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930