2013 წლის MTV EMA–ს გამარჯვებულები

კულტურა

mtv_ema_2013_nominees_full_lis

MTV EMA–ს გამარჯვებულთა სიაში წელს კეტი პერი, ემინემი, მაილი საირუსი, ჯასტინ ბიბერი და  ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები მოხვდნენ.

ემინემმა ყველაზე მეტი, ორი ჯილდო აიღო. მათ შორის საუკეთესო ჰიპ–ჰოპ შესრულებისთვის, ასევე, ის ,,ყველაზე ღირსეულ მსოფლიო  აიკონად“ დასახელდა. დანარჩენი ვარსკვლავები მხოლოდ თითო ჯილდოს დასჯერდნენ.

EMA–ს გამარჯვებულები ხალხის მიერ იქნენ არჩეულნი. ხმის მიცემაში დაუჯერებლად დიდი რაოდენობის გულშემატკივარმა, 280 მილიონმა ადამიანმა  მიიღო მონაწილეობა.

ახლა კი გადავხედოთ MTV EMA–ს გამარჯვებულთა სრულ სიას:

საუკეთესო სიმღერა:

ბრუნო მარსი– ,,Locked Out Of Heaven“

საუკეთესო ვიდეორგოლი:

მაილი საირუსი– ,,Wrecking Ball“

საუკეთესო ახალი შემსრულებელი – Macklemore & Ryan Lewis

საუკეთესო შემსრულებელი ქალი–კეტი პერი

საუკეთესო შემსრულებელი კაცი–ჯასტინ ბიბერი

საუკეთესო პოპ ჯგუფი–One Direction

 საუკეთესო ,,ლაივ’’ შესრულება–ბიონსე

საუკეთესო ჰიპ –ჰოპ შემსრულებელი–ემინემი

საუკეთესო როკ – ჯგუფი– Green Day

საუკეთესო ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი–Avicii

tv.mtvema.com-ის მიხედვით
მოამზადა
 გურანდა ძამელაშვილმა

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები