ფეხბურთის ჩემპიონატი თსუ–ში

სპორტი

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თვითმართველობის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება შიდასაუნივერსიტეტო ტურნირი ფეხბურთში. გამარჯვებული გუნდები უკვე გამოვლინდნენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო და ტურმიზმისა და ეკონომიკის ფალულტეტებზე. დღეს კი, გაიმართა პირველი შეხვედრა სოციალურ–პოლიტიკურ ფაკულტეტზე საუკეთესო გუნდის სახელის მოსაპოვებლად. დღევანდელი საფაკულტეტო თამაში გახსნეს გუნდებმა „13“-მა და „newells old boys”–მა, გამარჯვება კი ამ უკანასკნელის მოიპოვა.

შეგახსნებთ, რომ ტურნირში სულ რეგისტრირებულია 92 გუნდი. ფინალი კი 25 ნოემბერს გაიმართება, სადაც გამოვლინდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკეთესო გუნდი, რომელიც შემდგომ საუნივერსიტეტო თამაშებზე თსუ–ის სახელით იასპარეზებს.

ნიკა ჩერქეზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები