შეხვედრა დეკანის მოვალეობის შემსრულებელთან

უნივერსიტეტების სიახლეები

DSCF9128დღეს, 11 ნოემბერს თსუ–ს სოციალურ–პოლიტიკური მეცნიერებების დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ნანი მაჭარაშვილი, ამავე ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა თავდაპირველად დაგეგმილი იყო პირველი კორპუსის 321–ე აუდიტორიაში, თუმცა დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გადაინაცვლეს. შეხვედრაზე საუბარი იყო სტიპენდიის კრიტერიუმებზე, წიგნების თარგნასა და სტუდენტებთან დაკავშირებულ სხვა თემატიკაზე. დამსწრეებმა დარბაზიდან დასვეს კითხვები და წამოჭრეს მათთვის მნიშვნელვანი პრობლემები, რაზე აუცილებელ რეაგირებასაც შეპირდა შეხვედრის ორგანიზატორი.
როგორც ქალბატონმა ნანიმ განაცხადა, ელექტრონული ჟურნალი გამოვა წელიწადში ოთხჯერ, სადაც სტიპენდიის აღების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გააგზავნონ თავიანთი სტატიები. ნამუშევრებს შეამოწმებს წინასწარ ჩამოყალიბებული სარედაქციო კოლეგია და მათი მოწონების შემთხვევაში ჟურნალში გამოქვეყნდება. ერთ სტუდენტს, წელიწადში, მაქსიმუმ ორი სტაატის გამოქვეყნება შეუძლია.
„ხოლო მე მგონია, რომ იმ პირობებში, როდესაც გარშემო არის ძალიან ნაკლები შესაძლებლობა იმისა, რომ სადმე დაბეჭდოთ, გამოაქვეყნოთ თქვენი ნამუშევრები, ეს იქნება ძალიან კარგი შეთავაზება“, – განაცხადა დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით.
ქალბატონი ნანი მაჭარაშვილი ფაკულტეტებზე დამხმარე სახელმძღვანელოების თარგმნასაც შეეხო და განაცხადა, რომ ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ითარგმნება „სოციალური ფსიქოლოგიის“, „პიროვნების ფსიქლოგიის“ და „კოგნიტური ფსიქოლოგიის“ სახელმძღვანელობი. რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებას, აქ ითარგმნება „იდეოლოგიური საფუძვლების“, ხოლო პოლიტოლოგიის მიმართულებაზე „პოლიტიკური ანთროპოლოგიის“ სახელმძღვანელოები. ასევე ახლიდან მოხდება პოლიტოლოგიის შესავალი კურსის, ენდრიუ ჰეივუდის წიგნის თარგმნაც. ასევე ითარგმნება სოციალურ–პოლიტიკური ფაკულტეტის სხვა მიმართულებისთვის საჭირო დამხმარე სახელმძღვანელოები.
შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე ბაზებთან დაკავშირებულ პრობლემებზე და იმ საკითხებზე, რომლებიც სტუდენტებს აწუხებთ გამოცდების მიმდინარეობისას. მაგალითად ისეთზე, როგორიცაა საგანთა დამთხვევა, ერთ დღეს რამდენიმე გამოცდის წერა და სხვა. დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა სტუდენტებს ამ პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარება აღუთქვა.

ნიკა ჩერქეზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები