Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სასიამოვნო დაბრუნება

სასიამოვნო დაბრუნება
November 12
18:50 2013

  2013 წლის შემოდგომა-ზამთრის, ერთ-ერთი მთავარი ტრენდი,  საკმაოდ მივიწყებული “შოტლანდიური პრინტია”.  პირველი ათასწლეულის ბოლოსა და მეორე ათასწლეულის დასაწყისში პოპულარული „შოტლანკა,“ ისევ ბრუნდება ჩვენს გარდერობში. ამ სეზონზე ფორმაში, სტილსა და ფერებში არ ვიზღუდებით.  მნიშვნელობა არა აქვს , იქნება ეს შარვალი , კაბა , ქვედაბოლო , ქურთუკი , პერანგი თუ შარფი , მთავარია , რომ ეს ნივთები , სწორად შეახამოთ.

1381006_10201023963264576_1751741956_n

    პირადად ჩემთვის ტრენდის სასიამოვნო ასპეკტია, რომ არ მჭირდება შორს წასვლა და მაღაზიებში სირბილი . დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი გოგონას გარდერობში შევძლებთ აღმოვაჩინოთ არაერთი მივიწყებული ნივთი მსგავსი პრინტით .

   ინსპირაციისთვის შეგვიძლია დავაკვირდეთ “სელებრითებისა” და “ფეშენ ბლოგერების ლუქებს” , რომლებიც აქტიურად ხმარობენ ამ ტრენდის ტანსაცმელს .

   წელს ირგვლივ შემოხვეული პერანგი, ამ სეზონზე  უზომოდ პოპულარულია . ჩემთვის ეს ლუქი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა,რადგან, რამდენიმე სეზონის განმავლობაში  ყველასთვის საყვარელი ყვავილის პრინტი, შეხამებულია ერთი შეხედვით შეუხამებელ „შოტლანკასთან“, რასაც ავსებს შანელის ჩანთა , ბალენსიაგას ფეხსაცმელი და ოვალური სათვალე . მთლიანობაში კი ორგანულ კომბინაციას ვიღებთ.

1394880_10201023963504582_2081949023_n

1454307_10201023963464581_1809167639_n

   ემა უოთსონი შოტლანდიური პრინტის კაბას, ტყავის კურტკასა და შავი მეტალებით მორთულ ლაბუტენის ფეხსაცმელს უხამებს . მის ლუქს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ ელეგანტური გრანჟი . რა თქმა უნდა , თუ შევცვლით ქუსლიან ფეხსაცმელს ჩექმით , მივიღებთ 90-იანების კლასიკურ , უკვე არაელეგანტურ , არამედ უბრალოდ “გრანჟ ლუქსს” .

1470664_10201023963584584_1671926328_n

1421557_10201023963304577_765749587_n

  არ უნდა დავივიწყოთ შარვლები , რომლებიც არანაკლებ პოპულარულია. მათი შეხამება შეგვიძლია, როგორც მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან , ასევე ჩექმასთან  ან თუ მთლად გავზარმაცდებით , კეტებთანაც!

   1415791_10201023963424580_843305155_n

     არც პალტოები და შარფები უნდა გამოგვეპაროს. წელს, ნებისმიერი ფერის არჩევა შეგვიძლია !

1464816_10201023963624585_135872603_n

1464879_10201023963544583_1960646997_n

    ვფიქრობ დროა , გადახედოთ  მივიწყებულ ნივთებს ან სასწრაფოდ შეიძინოთ რაიმე ახალი, რომ იყოთ მოდურები .

    შეგვიძლია შემოგთავაზოთ :

ზარას შარვალი – 89 ლარი

ზარას პალტო – 349 ლარი

ზარას პალტო – 299 ლარი

ზარას კაბა – 89 ლარი

ბერშკას ქვედაბოლო – 49 ლარი

ბერშკას შარვალი – 69 ლარი

ბერშკას ელასტიკი – 29 ლარი

სტრადივარიუსის შარვალი – 59 ლარი

სტრადივარიუსის კაბა – 69 ლარი

სტრადივარიუსის ქვედაბოლო – 39 ლარი

მარიშა მინაზარიშვილი

1,593 ნახვა
Tags

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2013
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930