სტუდენტთა საერთაშორისო დღე

საინტერესო ფაქტები

17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა.
1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და მათმა პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს. ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს, რომლის დაკრძალვაც საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა. ოკუპანტებმა დააპატიმრეს ათობით სტუდენტი.
17 ნოემბერს, დილით ადრე, ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1 200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს. ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს.
ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ საქართველოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე პირველად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ აღნიშნა 2009 წელს და მას შემდეგ ტრადიციულ, მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან ხასიათს ატარებს.
წარმოგიდგენთ სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის პროგრამას:

11 ნოემბერი – ორშაბათი
ა) კვირეულის გახსნა – თეატრალიზებული პერფონმანსი -უნივერსიტეტის ეზო – 12:30 სთ
ბ) გამოფენა – გაყიდვა – მოეწყობა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა ხელნაკეთი ნივთების, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა – გაყიდვა/ შემაერთებელი კორპუსის ფოიე – 12:00-16:00 სთ/ საკონტაქტო პირი – ლაშა ლობჯანიძე-599872784
გ) ჩემპიონატი ფრენბურთში – III სასწავლო კორპუსის სპორტული დარბაზი – 15:00 სთ/საკონტაქტო პირი: გიორგი საღინაძე – 598853500
12 ნოემბერი- სამშაბათი
ა) გამოფენა – გაყიდვა – მოეწყობა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა ხელნაკეთი ნივთების, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა – გაყიდვა/ შემაერთებელი კორპუსის ფოიე – 12:00-16:00 სთ/ საკონტაქტო პირი – ლაშა ლობჯანიძე-599872784
ბ) ჩემპიონატი მკლავჭიდში – უნივერსიტეტის ეზო- 12:30 სთ / საკონტაქტო პირი: გიორგი საღინაძე – 598853500
გ) უცხოელ სტუდენტთა კონცერტი – საზეიმო დახვედრა ჩვენი უნივერსიტეტის უცხოელი პირველკურსელებისათვის – “წითელი დარბაზი” – 16:00 სთ/ საკონტაქტო პირი: ქსიტიჯ კუმარ – 599890117
13 ნოემბერი – ოთხშაბათი
ა) უანგარო დონაცია – სისხლის უანგარო დონორობის პროპაგანდის მიზნით მოეწყობა უანგარო დონაციის დღე – III სასწავლო კორპუსი პირველი სართული – 11:00-15:00 სთ/ საკონტაქტო პირი: დავით კობახიძე 599890870
ბ) “language club”-ის პრეზენტაცია – ჩვენი უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტებისათვის მიმდინარე წლის განმავლობაში მოეწყობა ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსის ჩატარება – ადმინისტრაციული კორპუსის სადისერტაციო დარბაზი – 15:00 სთ / საკონტაქტო პირი: ქსიტიჯ კუმარ – 599890117
გ) ჩემპიონატი კალათბურთში – III სასწავლო კორპუსის სპორტული დარბაზი – 15:00 სთ/საკონტაქტო პირი: გიორგი საღინაძე – 598853500
14 ნოემბერი – ხუთშაბათი
ა) დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია – ადმინისტრაციული კორპუსის რექტორის დარბაზი – 15:00 სთ/ საკონტაქტო პირი: თამარ საგანელიძე-599890804
ბ)ჩემპიონატი ნარდში – III სასწავლო კორპუსი – 12:30 -16:00 სთ/ საკონტაქტო პირი: დაჩი გიორგაძე – 595032210
ბაჯო ტორონჯაძე – 555404006
გ) ჩემპიონატი ჭადრაკში – III სასწავლო კორპუსი – 12:30 -16:00 სთ/ საკონტაქტო პირი: დაჩი გიორგაძე – 595032210
ბაჯო ტორონჯაძე – 555404006
დ) ჩემპიონატი შაშში – III სასწავლო კორპუსი – 12:30 -16:00 სთ/ საკონტაქტო პირი: დაჩი გიორგაძე – 595032210
ბაჯო ტორონჯაძე – 555404006
ე) ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში – III სასწავლო კორპუსი – 12:30 -16:00 სთ/ საკონტაქტო პირი: დაჩი გიორგაძე – 595032210 ბაჯო ტორონჯაძე – 555404006
15 ნოებმერი – პარასკევი
ა) ფინალი მინიფეხბურთში – უნივერსიტეტის მოედანი – 14:00 სთ/ საკონტაქტო პირი: გიორგი საღინაძე – 598853500
ბ) სტუდენტური კონცერტი – ხალხური სიმღერა, თანამედროვე ცეკვა, ორიგინალური ნომრები, მან-სან-კან – “წითელი დარბაზი” – 16:00 სთ / საკონტაქტო პირი – ლაშა ლობჯანიძე-599872784
16 ნოემბერი – შაბათი
„რა? სად? როდის?“ – ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი – 13:00 სთ/ საკონტაქტო პირი: კონსტანტინე ჩიქოვანი – 599454804
17 ნოემბერი – კვირა
სტუდენტთა საერთაშორისო დღე – თეატრალიზებული აქცია- უნივერსიტეტის ეზო- 17:00 სთ
ერთად აღვნიშნოთ სტუდენტთა საერთაშორისო დღე!
ყველა სტუდენტს აქვს საშუალება გახდეს პროგრამის აქტიური მონაწილე, ამისათვის დაუკავშირდით ღონისძიებების გასწვრივ მითითებულ საკონტაქტო პირებს და დარეგისტრირდით.
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები