Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

შეხვედრა თსუ-ის რექტორთან

შეხვედრა თსუ-ის რექტორთან
November 14
00:52 2013

13 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა, თუმცა დარბაზის მესამედიც არ შევსებულა. როგორც გაირკვა, სტუდენტები ნაკლებად იყვნენ ინფორმირებულნი ამ შეხვედრის შესახებ, ამიტომ მათი რიცხვი 50–ით განისაზღვრებოდა.

შეხვედრაზე რექტორის გარდა იმყოფებოდნენ უნივერსიტეტის 6 მიმართულების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხს სცემდნენ სტუდენტებს. რექტორმა და სოციალურ–პოლიტიკური მეცნიერებების დეკანის მ/შ ქალბატონმა ნანი მაჭარაშვილმა იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რაც ფაკულტეტზე განხორციელდა და ასევე სტუდენტებს გააცნეს ის გეგმები, რომლების უნდა განხორციელდეს 2014 წელს. ესენია: წიგნების თარგმნა (მათი განცხადებით 2014 წლის ბოლომდე თითოეულ ფაკულტეტს ექნება 1000 გვერდის მოცულობით ნათარგმნი ლიტერატურა), სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების დამზადება. იგეგმება მეორე კორპუსის გარემონტება, სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამების განხორციელება და სხვა. ასევე ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სტუდენტებს შეეძლებათ სასემინარო და სალექციო ლექტორების შეფასება. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მაგისტრატურის დაფინანსებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამიერიდან დაფინანსება გახდება პროგრამული და აღარ იქნება მიბმული მიმართულებაზე.

უნივერსიტეტის რექტომა, ვლადიმერ პაპავამ, აღნიშნა, რომ სტუდენტებს საგნების არჩევამდე, წინასწარ ექნებათ საშუალება, გაეცნონ სილაბუსებს. მისივე თქმით, ყოველ წელიწადს ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ექვსივე ფაკულტეტი და თითოეულიდან – სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) შეირჩევიან საუკეთესო მომხსენებლები. ფორუმის ჩატარება ყოველი წლის აპრილში იგეგმება, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო. „ამის მიზანი არის ერთი, რომ გარკვეულად, მატერიალურად წახალისდეს სტუდენტების მონაწილეობა სამეცნიერო კვლევებში“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშულ სამეცნიერო ფორუმთან დაკავშირებით.

როგორც ბატონმა ვლადიმერმა აღნიშნა, თსუ–მ მიიღო სერტიფიკატი, როგორც ყველაზე არაგამჭირვალე უნივერსიტეტმა. მისივე თქმით, ეს ფაკტი მეტად სამწუხაროა და განაცხადა, რომ ვითარება უნდა გამოსწორდეს და უნივერსიტეტი უნდა გახდეს გამჭირვალე.

რაც შეეხება სტუდენტურ თვითმარეთველობას, ეს ინსტიტუტი, როგორც სტუდენტებისგან, ასე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისგან არ არის დიდად მოწონებული. გაკეთდა განცხადებები, რომ საჭიროა, შეიცვალოს მისი მიმართულება და იგი უფრო მეტად საგანმანათლებლო პროექტებზე ორიენტირებული გახდეს.

შეხვერდაზე ასევე საუბარი იყო იმაზეც, რომ შესაძლოა, მეორე შუალედურები საერთოდ გაუქმნდეს და მათ მაგივრად შეფასების სისტემას სხვა კრიტერიუმები დაემატოს. ასევე, მომავალში სტუდენტებს შეეძლებათ, ნახონ თავიანთი გამოცდის ნაშრომები და შეაფასონ ის შეცდომები, რამაც გამოიწვია ქულის დაკლება.

სტუდენტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა შუალედური გამოცდების პერიოდში ლექციების ჩატარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ქალბატონმა ნანი მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ შეიძლება შეთავაზების გაკეთება, რომლის მიხედვითაც, ყველა ლექტორი შუალედურ გამოცდებს ჩაატარებს ერთი კონკრეტული კვირის განმავლობაში და ის კვირა არ ჩაითვლება სასწავლო კვირად. საგანთა დამთხვევასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ სასწავლო წლის დასაწყისში, იმ სტუდენტთა 90%, რომლებმაც ამ პრობლემით მიმართეს დეკანს, დაკმაყოფილდა. ამისათვის კი შეიქმნა ახალი სასემინარო ჯგუფები. ასევე მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ამ სემესტრის ბოლოდან ამოქმედდება წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც გამორიცხავს საგნების დამთხვევას.

სტუდენტის კითხვას, ივანე ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმთან დაკავშირებით გაეცა შემდეგი ხასიათის პასუხი, რომ მუზეუმის რესტავრაციის უფლება უნივერსიტეტს იურიდიულად არ აქვს და ეს კასპის რაიონის კონპეტენციაში შედის. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ – ქალბატონმა მარინა ლომოურმა კი აღნიშნა, რომ არც ხოვლეს სკოლას და არც ივანე ჯავახიშვილის სახლ–მუზეუმს უყურადღებოდ არ ტოვებენ. ქალბატონი მარინას განცხადებით, მათ შეთავაზებაზე, მუზეუმის განახლების შესახებ, კასპის რაიონის მუნიციპალიტეტმა უარი განაცხადა. სტუდენტის თხოვნას კი, თუ არის შესაძლებელი, რაიმე გავაკეთოთ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ბატონმა ვლადიმერ პაპავამ შემდეგნაირად უპასუხა– „გავაკეთებთ, გაძლევთ პირობას, რომ გავაკეთებთ“.

შეხვედრა ძირითადად კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც სტუდენტებმა მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო პრობლემები წამოჭრეს, რაზეც რეაგირებას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა შეპირდა. უნივერსიტეტის რექტორთან სტუდენტების შემდეგი შეხვედრა თებერვალში გაიმართება.

ნიკა ჩერქეზია

87 ნახვა
Tags
Share

About Author

სტუდინფო

სტუდინფო

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2013
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930