Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კაბარეს თოჯინაა

კაბარეს თოჯინაა
November 18
23:36 2013

Woman_at_mirror,_circa_1930s

წითელი განათება.  ნახევრადჩაბნელებული ოთახი.

ნათურებიანი, მართკუთხა ფორმის სარკე.

მარჯვენა ზედა კუთხეში სარკეს მიკრული შავ-თეთრი სურათი.

სურათზე გამოსახული 15 წლის გოგონა, შუაზე გაყოფილი თმითა და სქელი წარბებით.

სარკის ანარეკლი: გამხდარი, თეთრკანიანი ქალი, ნაზი მხრებითა და თმაში გაყრილი უამრავი მრგვალი სამაგრით.

ქალმა სარკის წინ მწკრივად განლაგებული ნივთებიდან სქელი ფუნჯი აირჩია და ფერუმარილში ჩააწო. შუბლიდან დაიწყო, ლოყებზე მიიფრქვია, ნიკაპსაც შეეხო და ყელსაც აკმარა. დავარცხნილ წაგრელებულ წარბებს ფანქარი გადაუსვა და გაამკვეთრა, შემდეგ პალიტრიდან ნახშირისფერი არჩია და თვალის გუგებზე ჩრდილი გაიკეთა, ფანქრით გაამკვეთრა. შეხედა, ორივე თვალი ერთნაირად ქონდა მოხატული, ფანქარი ნაზად დანერწყვა და ყვრიმალზე  მიიდო, დაატრიალა და ხელოვნური ხალიც მიიხატა. შემდეგ ხშირი წამწამები მაღლა აიპრიხა. ლოყები ოდნავ შეივარდისფერა. ხელში წითელი ტუჩსაცხი აიღო, ჯერ ტუჩის ფორმა გაამკვეთრა მოყავისფრო ფანქრით, შემდეგ  ზედა ტუჩის ჭრილიდან, ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ წითელი, საცხი ფრთხილად გადაიტარა, ქვედა ტუჩზე უკვე თამამად წაისვა, ბოლოს ტუჩები ერთმანეთს მიადო და შედეგით კმაყოფილი წამიერად გაშეშდა.

სკამზე მიგდებულ, გამჭვირვალე კოლგოტს სწვდა და დიდი სიფრთხილით დაიყო ჩაცმა. გამხდარ, მოქნილ ფეხებზე პატარა კუნთები ემჩნეოდა, მუხლებს რომ ასცდა, წამოდგა და კრემისფერი ხალათის ქვეშ ნელი მოძრაობით შეიცურა ხელები. დაჯდა, იქვე მიწყობილ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შედგა და ხალათი გაიხადა. კორსეტს თასმები მაგრად მოუჭირა და ზურგსუკან სწრაფად განასკვა, ნაზი და მოშვებული მკერდი თითქმის ყელზე მიებჯინა. კარადიდან ერთ-ერთი კაბა მოირგო და გადაიცვა, მუხლსზემოთ, წელშიგამოყვანილი, ბოლოში ფოჩებით…. სარკის წინ, უჯრა გამოაღო და სამკაულები ამოიღო. ყურზე პატარა, ბრჩყბიალა საყურეები დაისკუპა და მსგავსი ბრჭყვიალა, თვლიანი ყელსაბამი სარკეს მიაკიდა. შემდეგ ხელები თმაში შეიცურა და რაც კი ეკეთა ყველაფერი ნელა ჩამოიხსნა, შეღებილი კულულები ნაზად ცამოივარცხნა მრავალკბილა სავარცხლით და მოკლედ შეჭრილი თმა ყურებამდე დაეტალღა. ყურთან თხელი თმა გამოჰყო და ნერწყვით მოაკაუჭა, თავზე ბუმბულგაყრილი, ბრჭყვიალა რგოლი დაიმაგრა, ბოლო აკორდი-თხელ გამხდარ თითებზე წამოცმული მაქმანიანი ხელთათმანები იყო. ყველაფერი ისეთი სინაზით, სიზუსტით, სიმარტივითა და სილამაზით შეასრულა მისმა თითებმა ეტყობოდა უკვე რიტუალად ქცეოდა თავის მორთვა, ან სარკის ჯადოსნურობა აიძულებდა ამ ქმედებას.

ოთახიდან გასვლის წინ ქალმა ისევ სარკეს შეხედა. თოჯინას ჰგავდა, პატარა, კოხტა ტანით, მორთულობითა და მზერით.

სითამამე, ვნება, დახვეწილობა, მიმზიდველობა,  „არტისტიზმი“  იკითხებოდა ქალის თვალებში და სულაც არ ჰგავდა იმ გოგონას, რომელიც ფოტოდან იყურებოდა, „15 წლის გოგონა, შუაზე გაყოფილი თმითა და სქელი წარბებით“.

ნათია მოციქულაშვილი

1,250 ნახვა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2013
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930