Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მოიპოვე დაფინანსება ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლაში

მოიპოვე დაფინანსება ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლაში
November 21
22:29 2013

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა   და ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო. დოკუმენტს  ხელი  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და  ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა აარონ ეტინგენმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა და იმ ქართველ სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც სურთ  განათლება ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლაში მიიღონ. სტუდენტები, რომლებიც ჩარიცხულნი იქნებიან გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის, ბრედფორდის უნივერსიტეტისა და ლინკოლნის უნივერსიტეტის მიერ აკრედიტირებულ რომელიმე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასური შეუმცირდებათ.

ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლა უზრუნველყოფს სწავლისათვის განკუთვნილი თანხის 50%-ის ოდენობის გრანტს სტუდენტისათვის, რომელებიც  ლბფს-ისა და პროგრამა „ცოდნის კარის“ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, მიუხედავად იმისა, ნაწილობრივ იქნებან დაფინანსებულნი ისინი აღნიშნული პროგრამით თუ სრულად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებულ საზღვარგარეთის პრიორიტეტული უმაღლესი განათლების დაწესებულებების  სიას, რომლებშიც აპლიკანტები სწავლას აგრძელებენ,  გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის, ბრედფორდის უნივერსიტეტისა და ლინკოლნის უნივერსიტეტის პროგრამებიც დაემატება.

წყარო : mes.gov.ge

558 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2013
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930