Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ქუჩის მოდა ირანში

ქუჩის მოდა ირანში
November 22
22:06 2013

ირანი საყოველთაოდ ცნობილია, როგორც დახურული საზოგადოება, ამიტომაც ეს უჩვეულო მოვლენა იყო: იქ მაღალი მოდის ფოტო-გადაღება გაიმართა, რომელიც კალიფორნიაში დაარსებულ ჟურნალ FSHN-ის გვერდებზე გამოქვეყნდა.

    ირან-კანადელმა ფოტოგრაფმა, აფრა პურდადმა, ფოტოები გადაუღო მოდელ შაბნამ მოლავის, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში პოზიორობდა – ბაზარსა და ქუჩებში. მოლავის თავი დაფარული აქვს, მაგრამ ის არ ატარებს ჩადრს, რაც გრძელი, ტრადიციული მოსასხამია – ის ფერად ტანისამოსშია გამოწყობილი და ასე გამოსჭვივის ხალხში.

    „მე აქ ყოველთვის მიწევდა ხალხისთვის ახსნა-განმარტებები მიმეცა, იცით, მთლად ისეც არაა“, – ასე აღწერს პურდადი ირანს, – „მეტი სილამაზე და ნაირფერებაა. ეს პროექტი ძალიან პირადული იყო ჩემთვის. მინდოდა, რაღაც მეჩვენებინა ხალხისთვის.“

    მას ნებართვა არ აუღია ირანის მთავრობისგან – ამბობს, ფოტოების ასე გადაღება უკანონო არ არისო  – მაგრამ თავიდან ოდნავ ყოყმანობდა. საერთაშორისო ჟურნალისთვის ასეთი ფოტო გადაღება ირანში ბოლოს 1969 წელს ჩაატარა ჟურნალმა Vogue (მოდა).

    „როდესაც ბაზარში შევედი, კარგად მესმოდა, რას ვაკეთებდი და სად“, – ამბობს პურდადი, – „მაგრამ მერე, რამდენიმე წუთის შემდეგ, გავიაზრე, რომ ამას მაინც ვაკეთებ და ამ სიტუაციით სარგებლობაც კი შეიძლება. ამიტომაც არ უნდა მეშინოდეს ან ვერ ვბედავდე იმის გაკეთებას, რაც მინდა.“

    ერთი ფოტოსთვის, პურდადმა მოდელი ბაზრის შუა გასავლელში დააყენა. ამ დროს, გამოიარა მოხუცმა კაცმა, ხელში პომიდვრების კალათით და პირდაპირ კამერას შეხედა. პურდადმა გადაიღო.

    „მომიახლოვდა და მეუბნება -ო, სურათი გადამიღე? მიდი, კიდევ ერთიც! – და მოდელის გვერდით დგება, სამივენი ვიცინით.“

    პურდადმა აღმოაჩინა, რომ ამიერიდან გამვლელებთანაც კი ადვილად შეძლებს ურთიერთობას – „მათგან მიღებული რეაქცია არაჩვეულებრივი იყო, ანუ არავის უთქვამს უარი.“

წყარო

თარგმნა მირიან რჩეულიშვილმა

690 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2013
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930