Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ლაგოდეხის ბაზის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი დასრულდა

ლაგოდეხის ბაზის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი დასრულდა
November 25
02:45 2013

ლაგოდეხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ბაზის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი დასრულდა. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ლაგოდეხში ჟურნალისტებს უმასპინძლეს და  სამუშაოებს გაეცნენ. ამ დროისთვის საცხოვრებლის რეკონსტრუქცია, თითთქმის დასრულებულია. ოთხ სართულიან შენობაში სპორტსმენებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. იგეგმება არსებული მოედნის საფარის განახლება. ასევე 2 ხელოვნურსაფარიანი მოედანის გაკეთება. ბაზა არამხოლოდ ფეხბურთისთვის, არამედ სპორტის სხვა სახეობებისთვისაცაა გათვლილი.

ბაზის მნიშვნელობის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ და ფედერაციის სპორტულმა დირექტორმა, არჩილ არველაძემ ისაუბრეს.

ზვიად სიჭინავა:  „ლაგოდეხის ბაზის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი დასრულდა. ამ დროისთვის ამუშავდა, კვების ბლოკი და დასაძინებელი კორპუსი. საპრესკონფერენციო, ტრენაჟორების დარბაზი დასასვენებელი ზონა. მესამე ეტაპს ვიწყებთ პირველი დეკემბრიდან, რომელიც მოიცავს დამატებით 80 ადამიანის დასაძენებელ კორპუსს, რაც თითქმის მზადაა, მხოლოდ შიდა სარემონტო სამუშაოებია დარჩენილი. წლის ბოლომდე გადაწყდება როდის  დაიგება საფარი და გამზადდება 3 სტანდარტული მოედანი და საჭიდაო დარბაზი. დავიწყეთ მოლაპარაკება აუზის გაკეთებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი სავარაუდოდ 1 წელში უნდა დასრულდეს. გაკეთდება კალათბურთისა და მინი ფეხბურთის დარბაზი, საცურაო აუზი, ჭიდაობისა და სამბოს სექციები, რომელიც გვინდა მივაბათ სოციალურ პროგრამასა და მივცეთ საშუალება ამ რეგიონის ბავშვებს უფასოდ ივარჯიშონ. ლაგოდეხი საზღვრისპირა რეგიონია და მნიშვნელოვანია აქ ქართული სპორტის სახლი იყოს.“

არჩილ არველაძე:  „უმაღლესი ხარისხის შენობა იქნება. ეს ასაკობრივი ნაკრებებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან კახეთი კლიმატურად ძალიან კარგია. მეორე მხრივ თბილისიდან შორს არაა. ასაკობრივ ნაკრებებს ხშირი თამაში უწევთ, ბოლოს რადგან ბიჭბი ელიტ რაუდისთვის ემზადებიან, გადიან და ტურნირები ხშირად აქვთ. ეს ბაზა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ახალგაზრდისთვის, ვისაც მოუწევს ასაკობრივ ნაკრებში თამაში.“

ხატია ცარციძე

228 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2013
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930