ქალების მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე

კატეგორიის გარეშე

„მილიონობით ქალსა და გოგოს მთელ მსოფლიოში ესხმიან თავს, სცემენ, აუპატიურებენ, ასახიჩრებენ, ანდაც კლავენ, რაც მათი ადამიანური უფლებების მკაცრი დარღვევაა“, – ამბობს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი.

ქალების მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ 25 ნოემბერია გამოცხადებული: ეს თარიღი აირჩიეს დებ მირაბლების წლისთავის აღსანიშნავად, სამი დანი იყვნენ პოლიტიკური აქტივისტები, რომლებიც 1960 წელს მხეცურად დახოცეს უხუცესი მმართველის, რაფაელ ტრუჰილიოს ბრძანებით (1930 – 1961).

გენერალური მდივნის კამპანია „გაერთიანდით ძალადობის აღსაკვეთად“ ყოველი თვის 25 რიცხვს ნარინჯისფრად აღნიშნავს; მოგვიწოდებს, რომ ვატაროთ ნარინჯისფერი ტანსაცმელი, რათა ხაზი გაესვას ქალების მიმართ ძალადობის აღკვეთას, ბევრი დავიდარაბისა და დაყოვნების გარეშე.

წელს, გაერთიანების კამპანია ფართოვდება და მოიცავს 16 აქტიურ დღეს სქესთა შორის ძალადობის დასაგმობად, აქცია დაიწყება 25 რიცხვში და დამთავრდება ადამიანთა უფლებების დაცვის დღეს, 10 დეკემბერს.

მოამზადა მირიან რჩეულიშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები