Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა EUROEAST

ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა EUROEAST
November 28
16:51 2013

ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა EUROEAST აცხადებს კონკურსს სტუდენტების, მკვლევრებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისათვის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის, კვლევისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიის მოსაპოვებლად.

მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:

1. ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია – კოორდინატორი
2. აალტოს უნივერსიტეტი, ფინეთი
3. ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი, პოლონეთი
4. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, გერმანია
5. უმაღლესი ტექნიკური სკოლა, პორტუგალია
6. ჯენტის უნივერსიტეტი, ბელგია
7. ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ესპანეთი
8. მონპელიეს უნივერსიტეტი 2, საფრანგეთი

პროგრამა სრულად ფარავს სწავლის, მგზავრობის, დაზღვევის ხარჯებს და უზრუნველყოფს კონკურსში გამარჯვებულს ყოველთვიური სტიპენდიით:

ბაკალავრი – 1000 ევრო
მაგისტრანტი – 1000 ევრო
დოქტორანტი – 1500 ევრო
პოსტდოქტორანტი – 1800 ევრო
აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი – 2500 ევრო

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
– საქართველოს მოქალაქეებს;
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს;
– საქართველოს ყველა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის სტუდენტებს;
– მათ ვისაც, დამთავრებული აქვს საბაკალავრო საფეხური და ამჟამად არ ირიცხება სტუდენტად არც ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სტუდენტებს;
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტ-დოქტორანტებს;
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

– მათ, ვისაც ბოლო ხუთი წლის მანძილზე 12 თვეზე მეტი დრო აქვთ გატარებული ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში;
– პირველი კურსის ბაკალავრებს.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 3 თებერვალი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ პროექტის ვებ-გვერდი: www.euroeast.polito.it

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს:

მისამართი: ქ.ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E105
ტელეფონი: 995 322 14 13 88
ელ-ფოსტა: euroeast@iliauni.edu.ge

2,081 ნახვა
Tags

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2013
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930