Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

წერილი მამას

წერილი მამას
November 28
21:02 2013

თითოეულ თქვენგანს სკოლის ასაკში წაკითხული ექნება ფრანც კაფკას – „წერილი მამას“. ზოგიერთი წერილი სწორედ ცხოვრების მიმოხილვას ჰგავს, ფიქრების, გრძნობების გადმოცემას, სულაც – ცხოვრების სწორ და შეცდომით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრებს, მონოლოგს ან განვლილი წლების აღსარებას. გულახდილია ხოლმე ამგვარი წერილები, იტევს ყველა დეტალს და გადმოსცემს მთელ ისტორიას.  ამ ტიპის წერილის საშუალებით იოლია, გაიგო, რა ხდებოდა ავტორის ცხოვრებაში, როგრი ბავშვობა ჰქონდა ან როგორი დამოკიდებულება იყო მშობლებსა და შვილებს შორის და პირიქითაც.

როდესაც ზრდასრული ადამიანი წერს წერილს, მას კარგად აქვს გაცნობიერებული მშობლების ამაგი. როდესაც ცხოვრების რთული და მარტივი ეტაპები უკვე განვლილი გაქვს, ყველაფერს სხვა თვალით უყურებ. ყველაზე საინტერესო კი ბავშვის ფიქრებია, მას არ აქვს გააზრებული, თუ რამდენს აკეთებენ მისთვის მშობლები, მაგრამ ამ ყველაფერს გრძნობს ქვეცნობიერად. ყველაზე წრფელია ამ დროს გამოთქმული ფიქრები, თუ რას განიცდის დედისა და მამის მიმართ.

საქართველოში მამა ყოველთვის მუშაობს ოჯახისთვის, საღამომდე გასულია სახლიდან… საინტერესოა, როგორ ახასიათებენ მამებს პატარები:

ქალაქ ბათუმის კერძო სკოლის „ნიკეს“ მეორე კლასის მოსწავლეს – დათა აბაშიძეს თავისი წერილის შესახებ გავესაუბრეთ, რომელიც მამის შესახებ ეწერა. 

– ერთ-ერთ მშობელზე დაწერა მასწავლებელმა დაგავალა თუ თავად მოისურვე?
– მასწავლებელმა დაგვავალა დაგვეწერა წერილი მშობელზე. იქვე დავწერეთ და ჩავაბარეთ.

,,მე მამას ველაპარაკები სკოლის ამბებზე, დღეს რა მივიღე, ჩემს სურვილებზე, ყველაზე მეტად ვინ მიყვარს? მიყვება, როგორ სწავლობდა ბავშვობაში. თავის ქორწილზე მესაუბრება. მამაჩემი მეუბნება, რომ არ უნდა მოვწიო სიგარეტი და ბევრი არ ვსვა, იმიტომ, რომ მალე მოვკვდები. მეუბნება, რომ დიდხანს არ უნდა ვიჯდე კომპიუტერთან, კიდევ მეუბნება, რომ კომუნისტების დროს ყველაფერი იაფი იყო, კომპიუტერები არ იყო, ბავშვები რომ ცივი წყლით იბანდნენ ტანს. მიყვებოდა, რომ ტელევიზორებიც არ არსებობდა, კიდევ ტელევიზორის დიდხანს ყურება არ შეიძლებოდა. 

133adbb964b1

მიყვება, ბაბუ როგორ გარდაიცვალა და როცა კვდებოდა, როგორ წვალობდა. ის ბათუმის მერი რომ იყო და  ბევრი ფული ჰქონდა. ჩემს დას, ბიძაშვილებს ყველა სურვილს უსრულებდა. მამამ მითხრა, რომ ბაბუაჩემი არ  მოკვდებოდა, შენ რომ ყოფილიყავი დაბადებულიო… იმიტომ, რომ მე მას ვგავარ. მისი სახელი მქვია. მამაჩემის სურვილი არის თავისი მამისნაირი ჭკვიანი, ფულიანი და თავმდაბალი ვიყო. კიდევ მეუბნება, რომ ”პეტუხსავით” თმებს ნუ იკეთებო.“

ძნელია, ამ პატარა წერილმა სასიამოვნო გაოცება და ღიმილი არ გამოიწვიოს. ალბათ, რომ შევადაროთ, ისე, მაგალითისთვის, კაფკას წერილს, მივხვდებით, რამდენად  გულწრფელი და ღიაა ფიქრები ასაკობრივი სხვაობის დროს. როცა პატარა ასაკში წერ წერილს ის განსხვავებაცაა, რომ მამა, პაპა ან წინაპარი შენთვის ასოცირდება დიდი გმირად, რაც მიუღწეველი გგონია; ფსიქოლოგიურად კი შენს მომავალსაც მისნაირს სახავ.

დათას  წერილით ჩანს, რომ სულაც არაა მამა  მხოლოდ სურვილების ამსრულებელი, ის არის, პირველ რიგში, მეგობარი, მრჩეველი და ადამიანი, რომელიც ბევრს უყვება და უშუალოა შვილთან მიმართებით. ადრეულ ასაკში მოყოლილი ამბები ბავშვებს კარგად ამახსოვრდებათ და უჩნდებათ სურვილი, თვითონაც იყვნენ ისეთები, როგორებიც მათი პაპები იყვნენ.

დათა აბაშიძის წერილი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი წარმოდგენა აქვთ ამ წლოვანების ბავშვებს მამებზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

ხატია ანდღულაძე

2,186 ნახვა
Tags
Share

About Author

სტუდინფო

სტუდინფო

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2013
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930