Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მეჰდის დიზაინი

მეჰდის დიზაინი
November 29
21:06 2013

მეჰდის დიზაინი უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ის 5000 წლის წინ ეგვიპტეში წარმოიშვა და იმ დროის ცნობილი ქალბატონები მას  ხელებისა და ფეხების მოსახატად იყენებდნენ. მეთორმეტე საუკუნეში დამკვიდრდა ინდოეთში. დღეს კი, ინდოეთის გარდა ძირითადად  გავრცელებულია პაკისტანში, არაბულ ქვეყნებში და  აქვს ტრადიციული დატვირთვა. კერძოდ,  იყენებენ საქორწინო რიტუალის დროს. პატარძალსა და მის მეგობრებს  ხელებსა და ფეხებს უხატავენ, რადგან სჯერათ, რომ მათი მოხატვა ახალდაქორწინებულთა ოჯახში ბედნიერებასა და სითბოს შეიტანს. საინტერესოა, რომ დარჩენილ მეჰდის მარხავენ მიწაში იმ მიზნით, რომ ოჯახს შეუნარჩუნონ სიმტკიცე და თავი აარიდონ მეუღლის ღალატს.

მსოფლიოში ყველაზე მეტად  ცნობილია ინდური მეჰდის დიზაინი, რადგან  საქორწინო რიტუალის გარდა, ის გამოიყენება სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულების დროსაც ( მაგალითადკარვაჩოტი) . მეჰდის დიზაინი თანამედროვე მსოფლიოში ეგზოტიკურად მიიჩნევა და ქალების უმეტესობა მას  გლამურულადაც კი თვლის. სწორედ ამიტომ  დიზაინერები ყოველწლიურად მეჰდის ახალ ვარიაციებს  გვთავაზობენ.

აღსანიშნავია, განსხვავება ინდურ და არაბულ დიზაინს შორის. ინდური მეჰდი თითქმის  მთლიანად ფარავს ხელისა და ფეხის ზედაპირს, ხოლო არაბული გამოირჩევა წვრილი ორნამენტებით და მეტი სივრცით მათ შორის. არაბულ დიზაინში გამოიყენება არქიტექტურული დეტალებიც, რომელიც ცნობილია „jail“–ის სახელწოდებით. ინდოელები სარიტუალო მეჰდიში გამოსახავენ მზეს, მთვარეს და სხვა რელიგიურ სიმბოლოებს.

ახლა, რაც შეეხება მეჰდის დამზადების წესს. მასალად გამოიყენება ხნა, რომელსაც  ზოგჯერ   მინერალებსაც ურევენ,  სხვადასხვა ბუნებრივი ფერების მისაღებად. მრავალფეროვნებისათვის  ძვირფას თვლებსაც (მარგალიტები, აკვამარინი, მთის ბროლი ,ლალი და სხვა) იყენებენ.

 მეჰდის ტრადიციული დატვირთვა განსხვავებულია რეგიონების მიხედვით, მაგალითად შუა აღმოსავლეთში ხატავენ მცენარეებს,  დამახასიათებელს არაბული კულტურისათვის.

 ევროპაში მეჰდის დიზაინი საკმაოდ გვიან გავრცელდა, რადგან ქრისტიანული რელიგია მას მიუღებლად მიიჩნევდა. მიუხედავად ამისა, ის თანდათან უფრო პოპულარული გახდა. ამის ერთ–ერთი მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ მეჰდის დიზაინით სხეულს ირთავენ ისეთი ცნობილი მსახიობები და მომღერლები, როგორებიც არიან: მადონა, ნაომი კემბელი  დემი მური და სხვა.

სოფო კარტოზია

2,142 ნახვა
Tags

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2013
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930