Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ესსების კონკურსი გარემოსდაცვის თემატიკაზე

ესსების კონკურსი გარემოსდაცვის თემატიკაზე
December 01
21:05 2013

ყურადღება! “ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” -ს (NIMD) მიერ დაფინანსებული პროექტი “ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის” აცხადდებს ესსების კონკურს გარემოსდაცვით თემატიკაზე! თუ ხართ სტუდენტი და გაინტერესებთ საქართველოში ნარჩენების მართვასთან და ზოგადად, გარემოსდაცვასთან დაკავშირებული პრობლემატიკა, გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევრები მისამართზე: narchenebismartva@yahoo.com (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ,,ესსეების კონკურსი”)

ესსეს შეფასების კრიტერიუმები: 1. ეხმიანებოდეს გარემოს დაცვის თემატიკას, ნარჩენების მართვის პრობლემის სიმწვავეს და ადგილობრივი ხელისუფლების რესურსს ამ მიმართულებით 2.არ აღემატებოდეს 1000 სიტყვას კონკურსის დასასრულს, კომპეტენტური ჟიური 3 გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც პრიზითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდებიან. საუკეთესო ესსეები დაიბეჭდება პროექტის ფარგლებში გამოცემულ ჟურნალში ,,Nimd-Club”. ყველა ნამუშევარი გამოქვეყნდება პროექტის ბლოგსა და ფეისბუქის გვერდზე! ესსეების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2013 წლის 10 დეკემბერი. გამარჯვებულთა დაჯილდოვება მოხდება 2013 წლის 28 დეკემბერს პროექტის დახურვის ცერემონიალზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ნინო ჩიბჩიური 5(98)558502; ეთუნა ფანგანი 5(68) 670 690; ლევან სურმანიძე 5(97)870587 ან მოგვწერეთ მისამართზე:narchenebismartva@yahoo.com პროექტი “ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის” “ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავლპარტიული დემოკრატიისთვის” (NIMD) ფინანსური მხარდაჭერით , სამ რეგიონში: შიდა ქართლში, კახეთსა და აჭარაში ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ლინკზე : www.facebook.com/narchenebi დამატებითი ინფორმაცია მხარდამჭერი ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ლინკზე: www.nimd.ge

235 ნახვა
Tags

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2013
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031