Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„გაეროს მოდელირება 2013“ თსუ-ში

„გაეროს მოდელირება 2013“ თსუ-ში
December 02
00:50 2013

1461943_683606415005907_2104137345_n

1 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზატორობით პროექტი „გაეროს მოდელირება 2013“ ჩატარდა. პროექტის წლევანდელი თემა პალესტინელი ხალხის უფლებები იყო.

1477611_683606225005926_1400153969_n

პროექტში მონაწილეობდა წინასწარი გასაუბრებითა და შევსებული აპლიკაციით გამოვლენილი თსუ-ს 30 სტუდენტი; თითოეული მათგანი წარმოადგენდა კონკრეტული ქვეყნის პოზიციას, მათ შორის იყო საქართველოსა და ისრაელის პოზიციებიც. ღონისძიება გაიხსნა თსუს რექტორის მოადგილის, მერაბ ელიაშვილის მისასალმებელი სიტყვით. დელეგატის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში – თორნიკე ზურაბაშვილმა, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა – მამუკა ბერიაშვილმა და გაეროს წარმომადგენელმა საქართველოში – ნილს სკოტმა.
პროექტი „გაეროს მოდელირება 2013 “ რამდენიმე ნაწილად დაიყო: მისასალმებელი სიტყვა, შემდეგ თითოეული დელეგატის მიერ თავისი პოზიციის წარდგენა, დებატები, პროტოკოლის წარდგენა, დაჯილდოვების ცერემონია.
მოდელირების ფარგლებში გამოვლინდა ერთი საუკეთესო მონაწილე დებატისა – ნათია ბენდელიანი (ირანის პოზიციის წარმომადგენელი) და ერთი საუკეთესო დიპლომატი -მარიამ კუბლაშვილი (რუსეთის პოზიცია), გარდა ამისა, ჟიურის სიმპათია გახდა ბახვა კვირიკაშვილი, ხოლო ნომინაციაში „ყველაზე ნაციონალური მონაწილე“, გაიმარჯვა გიორგი ჩერქეზიამ (ეგვიპტე),  თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის სიმპათია გახდა ირაკლი ლუხოშვილი-პოლონეთის წარმომადგენელი. გამარჯვებულებს გადაეცათ წიგნები, თსუ-ს სუვენირები, მოსაწვევები კინოთეატრში, ხოლო პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.

1476897_683606285005920_2010281183_n
პროექტის პარტნიორები იყვნენ გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს ასოციაცია საქართველოში.

სოფია ანთაური

1,524 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2013
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031