Oh Boy

კულტურა

 თბილისის მე–14 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 5 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში“  რეჟისორ იან ოლე გერსტერის  ფილმის – „Oh Boy“- ის – ჩვენება გაიმართა. გერმანული მხატვრული ფილმი 2012 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე და მასში მთავარ როლს მსახიობი ტომ შილინგი ასრულებს.

 ტრაგიკომედია ასახავს ბერლინის ყოფილი სტუდენტის, ნიკო ფიშერის  უმიზნო ცხოვრებას. ახალგაზრდა ბიჭი  მთელ დღეს  გერმანიის დედაქალაქის ქუჩებში ატარებს და განსხვავებულ ადამიანებს ხვდება.

 ,,გქონიათ გრძნობა, როდესაც ხალხი თქვენს გარშემო უცნაურად გეჩვენებათ? და რაც უფრო დიდხანს ფიქრობთ ამაზე, მით უფრო ნათელია, რომ პრობლემა არა საზოგადოებაში, არამედ თვითონ თქვენშია.“

 ფილმში დახატულია ნიკოს  ირონიული პორტრეტი. მელანქოლიასა და იუმორს შორის  ეძებს თავის ადგილს სამყაროში, სადაც რეალურად ყველაფერი  შესაძლებელია.

 აღსანიშნავია, რომ ამ ფილმმა სამი ძირითადი პრიზი მოიპოვა ოლდერბურგის  საერთაშორისო კინოფესტივალზე:

 1 . გერმანიის დამოუკიდებლობის ჯილდო– საუკეთესო გერმანული მხატვრული ფილმი

 2. გერმანიის დამოუკიდებლობის ჯილდო– აუდიტორიის ჯილდო

 3 . სეიმურ კაზელის ჯილდო –გამორჩეული პერფორმანსი

სოფო კარტოზია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები