Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

როგორ ემზადებოდნენ ახალი წლისთვის საბჭოთა კავშირში

როგორ ემზადებოდნენ ახალი წლისთვის საბჭოთა კავშირში
December 07
23:34 2013

 საბჭოელებისთვის ეს იყო ყველაზე გამორჩეული დღესასწაული და ყველანი გულისფანცქალით ელოდნენ მას.

მართალია, საოჯახო დღესასწაულის ძირითადი ელემენტები დღემდე საბჭოეთის გადმონაშთებია, მაგრამ მაშინ ახალი წლისთვის ტრადიციულად მომზადება გმირობის ტოლფასი იყო. ბევრი დღესაც ნოსტალგიით იხსენებს იმ მუხლჩაუხრელ შრომას. საახალწლო სამზადისი საბჭოეთში დღესასწაულის დადგომამდე ბევრად ადრე, ჯერ კიდევ ზაფხულში იწყებოდა, რადგანაც შემდეგ ძნელი იყო პროდუქტების მოპოვება. ყველაფერ აუცილებელს რამდენიმე თვით ადრე ყიდულობდნენ და საჭირო წუთებისთვის საიმედოდ ინახავდნენ. დღეს ასეთი რამ წარმოუდგენელია, მაგრამ მაშინ ძირითადი ინგრედიენტების საშოვნელად, როგორიც, მაგალითად, ზეთისხილის სალათია, დიდი გულმოდგინება გმართებდა: თავისუფლად ვერ იყიდდი მაიონეზს, მწვანე ბარდას, ძეხვეულს – მომარაგება ოქტომბრიდან უნდა დაგეწყო. დიდი გაჭირვებით თუ ჩაიგდებდი ხელში დღესასწაულის მთავარ სასმელს – საბჭოთა შამპანურს.

AdMe.Ru-ს რედაქციამაც გადაწყვიტა, დაეწყო ნაადრევი მზადება და ნოსტალგიით გაეხსენებინა, თუ როგორ ხდებოდა ყოველივე ეს.

2413055-R3L8T8D-500-01

თავდაპირველად, ახალი წელი ოფიციალურ სახელმწიფო დღესასწაულად არ ითვლებოდა, მაგრამ ბევრი ოჯახი ტრადიციულ შობასთან ერთად, ახალ წელსაც აღნიშნავდა და ეს ოჯახურ დღესასწაულად იყო მიჩნეული.

სადღესასწაულო მაგიდა

2414405-R3L8T8D-650-ussrnewyear09

ნაადრევი საახალწლო სამზადისი ასე იწყებოდა: პირველ რიგში, საჭიროა პროდუქტების ყიდვა, კი არადა, „შოვნა“, საათობით რიგებში დგომა, მაღაზიდან შეკვეთილი ქარსლის („შპროტის“), ხიზილალისა და შებოლილი ძეხვის მიღება.

2414805-R3L8T8D-650-22

აუცილებელი კერძები სადღესასწაულო მაგიდაზე: ზეთისხილი, ლაბა (ხოლოდეცი), ლაბა-სხმული თევზი, სტაფილოსა და ჭარხლის სალათი, ქაშაყი შუბაში, კიტრისა და პომიდვრის მწნილები.

თუ ვინმეს ნაცნობი გამყიდველი ჰყავდა, საახალწლოდ შეეძლო, 8 მანეთად და 12 კაპიკად  კონიაკი, ნახევრად ტკბილი შამპანური „საბჭოური“ და მანდარინიც  დაეგემოვნებინა.

მზა ტორტების დეფიციტი იყო, ამიტომ ყველას თვითონ უნდა გამოეცხო.

ანდა, დიდხანს მდგარიყვნენ რიგში, როგორც ამ სურათზეა.

         მორთულობა და საჩუქრები

ყველა საბჭოელ ქალს უსათუოდ სჭირდებოდა ახალი და მოდური კაბა – ასეთი შეიძლებოდა საკუთარი ხელით შეგეკერა, ან ატელიეში წასულიყავი, იშვიათ შემთხვევებში კონტრაბანდისტებთანაც შეგეძლო გეყიდა; რაიმეს საყიდლად მაღაზია უკანასკნელი არჩევანი იყო.


კინომსახიობი კლარა ლუჩკო ნაძვისხესთან, 1968 წელი.

საახალწლო საჩუქრები – საბჭოთა მოქალაქეების მორიგი დაბრკოლება მზადების პროცესში. ქვეყანაში ნებისმიერ საქონელზე ზეწოლა ხდებოდა, მით უმეტეს, ლამაზ ნივთებზე, ამიტომაც ჩვენი მშობლები სტუმრად წავიდოდნენ ხოლმე, რომ გამოეყოლებინათ შამპანური, ძეხვი, სერველადი, დაკონსერვებული ეგზოტიკური ხილი (ანანასი), შოკოლადი და სხვა. ქალებს საბჭოურ სუნამოებს ჩუქნიდნენ, რომლითაც სავსე იყო მაღაზიები, კაცებს – ოდეკოლონს.

„წყალბადის ზეჟანგზე მეტად არაფერი ამშვენიერებს ქალს“ – საბჭოთა კავშირში ეს ხუმრობა ყოველ საახალწლო ზეიმზე აქტუალობას იძენდა. სიტყვათაშეთანხმება „სილამაზის სალონი“ მაშინ ყველაზე მოდურებმაც კი არ იცოდნენ. დალაქთან რამდენიმე კვირით ადრე ეწერებოდნენ, ვარცხნილობის მომზადება, მაკიაჟის გაკეთება და სრული „საახალწლო იერი“ საბჭოთა ქალების დროის მაქსიმუმს, გამომგონებლობასა და დამოუკიდებლობას საჭიროებდა – ხანაც დაქალები ვარცხნიდნენ ერთმანეთს.

მზადების ბოლო ეტაპი – ტელევიზორის გასუფთავება (შეკეთება), რომელიც, როგორც ფოსტალიონი პეჩკინი ამტკიცებდა, „საახალწლო სუფრის საუკეთესო მორთულობად“ გვევლინება. „კარნავალის ღამე“, „ბედის ირონია“, „მიშასა და ვიტიას საახალწლო თავგადასავალი“, „ცისფერი ცეცხლი“, „მოროზკო“ – ცნობილი საბჭოთა ფილმები, დილის გადაცემები და მულტფილმები, რომელთა გარეშეც საბჭოელი მოქალაქისთვის ყოვლად  წარმოუდგენელი იყო სადღესასწაულო ღამე.

მოამზადა: მირიან რჩეულიშვილმა adme.ru-ის მიხედვით მოამზადა

1,455 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2013
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031