Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტუდენტური პრობლემები

სტუდენტური პრობლემები
December 08
14:48 2013

სტუდენტური პრობლემების თემა მრავალ ასპექტს მოიცავს და გამომწვევი მიზეზებიც მრავალგვარია. ქართული რეალობა ვერ გასცდა განვითარებადი ქვეყნის საზღვრებს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრ ჩვენგანს, საკუთარი საქმის გარდა, ყველაფერი უყვარს. მოვალეობის შესრულების სტიმული, მხოლოდ მატერიალური ანაზღაურებით არ უნდა განისაზღვროს! არ იგრძნობა ენთუზიაზმი, საქმის სიყვარული, თანაგანცდა. შედიხარ სამკითხველოში, დაღლილი სახე – „აქ რამ მოგიყვანა, შე დალოცვილო“ – ფიქრებით; შედიხარ მაღაზიაში, კრიჭაშეკრული მოლარე; დაქანცული კონსულტანტები; მგზავრობ ავტობუსით – გაღიზიანებული მძღოლი, ყველაფერს მოძულებული, კარში რომ ჩაგჭყლეტს, თან „აქამდე სად იყავიო“ – მოგაძახებს, (დაგამშვიდებს), კითხვა გიჩნდება?! – წარბაწეული გპასუხობენ: მიბრძანდით 719-ე ოთახში, 719-ე ოთახში ზის ნაირა და 820-ეში გაგგზავნის, 820-ეში გაგიწყრებიან, მერამდენეს ვემსახურებით, ამოგვასუნთქეთო და 1020-ეში გაგისტუმრებენ, 1020-ეში კი შალვა ისევ 719-ე ოთახში დაგაბრუნებთ… ვერა, ისევ 719-ეში ვერ დავბრუნდები! თქვენც გირბენიათ ასე წაღმა-უკუღმა?!

136221090

მე მესმის, რომ განწყობას აყალიბებს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური გარემო. რომ საქმის მაღალ დონეზე შესასრულებლად მხოლოდ თბილი ღიმილი არ კმარა. სათანადო პირობები უნდა შეიქმნას და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება უფლება, საკუთარ თავს (ან სხვას) გულწრფელი ენთუზიაზმი მოვთხოვოთ, მაგრამ უმეტესად სწორედ ცალკეული ინდივიდები ქმნიან ერთიან გარემოს, განწყობას. მე მასწავლიან ლექტორები, რომელთაც დავიწყებიათ ლექციებს შორის შუალედი, დასვენების დროც ჩაურთავთ მასში და მიგრძვნია, რომ არ დავღლილვარ.

უპირველესად, პრობლემაა სასურველი, შენთვის საჭირო პროფესიის არჩევა. ადრეულ ასაკში, როდესაც სათანადოდ არ იცნობ საკუთარ თავს ან რამდენიმე სავარაუდო პროფესიას, უნივერსიტეტს შორის არჩევანს ვერ აკეთებ. უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური ორგანო, რომელიც ყველა სახის ინფორმაციით უზრუნველჰყოფს აბიტურიენტებს. სტუდენტი არც შემთხვევით არჩეულ პროფესიას უნდა ეუფლებოდეს და არც „მეცხრამეტედ მეწერა“ უნივერსიტეტში უნდა სწავლობდეს. არჩევანი საკუთარ შესაძლებლობებს, გეგმებს, მიზნებს უნდა შევუფარდოთ. მე ვიცნობ სტუდენტებს, რომლებმაც კონკრეტული პროფესიის არჩევის შემდეგ, სწავლის პროცესში გააცნობიერეს შეცდომის არსი; სტუდენტებს, რომლებმაც „ნაძალადევად“ დაასრულეს ბაკალავრიატი და მომდევნო საფეხურის გაგრძელების სურვილი არ გასჩენიათ. სწორედ ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად უნდა არსებობდეს ორგანო, რომელიც, თუნდაც რამდენიმეკვირიანი ან რამდენიმეთვიანი ტრენინგების, სემინარების შემდეგ ჩამოგვიყალიბებს გარკვეულ წარმოდგენებს ამა თუ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე. თუკი, პირობითად ასეთი დახმარების ცენტრი იარსებებს, აღარ იქნება შიდა და გარე საუნივერსიტეტო მობილობები, დამატებით გასავლელი საგნების ნუსხა და საჭირო კრედიტების მოსაგროვებლად გამოყოფილი წლები.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს სურთ, რომ ყველა ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტს ჰქონდეს სტიპენდიის მოპოვების შანსი, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა (უპირველესად, გათბობის სიტემა), ჰქონდეთ მეორეული პროფესიის არჩევის, სწავლის შესაძლებლობა, ყავის აპარატები (იდეაფიქსის სფერო) და ყველაზე მნიშვნელოვანი – სიახლეებით დატვირთული, აქტიური სტუდენტური ცხოვრება.

თეკლე ქაროსანიძე

919 ნახვა
Tags
Share

About Author

სტუდინფო

სტუდინფო

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2013
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031