“Subway Music”-ის პირველი სტუმარია country-ის პიონერი საქართველოში – შოთა ადამაშვილი

ინტერვიუ

„სტუდენტური ამბები“ წარმოგიდნეთ ახალ პროექტს – “Subway music”.  ჩვენი პირველი სტუმარია შოთა ადამაშვილი.

„თავიდან, როდესაც გამოვჩნდი მიწისქვეშა გადასასვლელში, მაშინ არც გრძელი თმა მქონდა, არც წვერი და ზრდილობიანი გარეგნობის ბიჭი ვიყავი. თან ძალიან ცუდად ვუკრავდი. ძირითადად, ჩემი  კომპლექსების დაძლევა იყო.“ – ამ სიტყვების ავტორმა თავისი მუსიკალური კარიერა მიწისქვეშა გადასასვლელებში დაკვრით დაიწყო და დღეს უკვე მუსიკალური შოუ „The voice of Georgias ”-ს „ლაივ შოუზე“ გამოსვლას ელოდება.

[jwplayer mediaid=”8474″]

– როდის შემოვიდა შენს ცხოვრებაში მუსიკა და როდის მიხვდი, რომ უნდა ყოფილიყავი მუსიკოსი?

– მუსიკალური ნიჭი დედაჩვენისგან გამოგვყვა ოთხივეს და დღეს მე და ჩემი უმცროსი ძმა ვიყენებთ. ბავშვობაში დედას უნდოდა, ანსამბლი გაგვეკეთებინა, მაგრამ თუ ადამიანი თავისუფლებას ესწრაფვის, უნდა რომ თავისით იპოვოს ის, რაც  ყველაზე მეტად უყვარს.

1459789_561078793975277_1463230583_n

– გაქვს რაიმე მუსიკალური განათლება მიღებული?

– პატარაობაში ნოტების კითხვა ვიცოდი და კომპოზიციებს ვასრულებდი, მაგრამ გარკვეული ფაქტორები ხელს მიშლიდა, შემყვარებოდა კლასიკური მუსიკა. მაგალითად, მასწავლებელი, რომელიც მიბრაზდებოდა თუ არასწორად დავუკრავდი.  დეპრესიასთან ასოცირებოდა ჩემთვის მუსიკის გაკვეთილები. ამიტომ, მალე გამოვედი. მაშინ სპორტი და წიგნები მიყვარდა.

1452412_561078823975274_1921013121_n

– როდის განახლდა შენი ინტერესი მუსიკისადმი?

– როდესაც სტუდენტი გავხდი. თბილისში  მეგობრებმა მათხოვეს დისკი, სადაც ჩაწერილი იყო The Beatles-ის ყველა ალბომი. ასევე, მათხოვეს Bob Dylan-ის კასეტა, რომელსაც ბოლნისში მეზობლის მაგნიტოფონში ვუსმენდი. საჯარო ბიბლიოთეკის აუდიო-ვიზუალური განყოფილებიდან კი Elvis Presley-ის ფირფიტა გამოვიწერე და შესვენებებზე იმას ვუსმენდი ხოლმე. სხვათა შორის, მამაჩემი მიყალიბებდა მუსიკალურ გემოვნებას.

როდესაც პროფესიის არჩევაზე მიდგა ჯერი, რატომ აირჩიე ჟურნალისტიკა?

 – სპორტი მიტაცებდა. განსაკუთრებით, სკოლის ბოლო წლებში ფეხბურთი მიყვარდა ძალიან და სპორტული კომენტატორობა მინდოდა.

1461820_561078760641947_1203374269_n

არ გაგიჭირდა პროფესიაზე უარის თქმა?

– მიუხედავად იმისა, რომ მიყვარდა ჩემი სპეციალობა, ჩამითრია მუსიკამ. ამიტომ არ გამიჭირდა უარის თქმა და ჩემით დავიწყე გიტარის სწავლა.

1499431_561078787308611_1587373844_n

– როგორ მიიღეს ეს გადაწყვეტილება შენ ირგვლივ მყოფებმა იმის ფონზე, რომ  შენი პერსპექტივა მიწისქვეშა გადასასვლელში დაგკვრა იყო?

– დედაჩემი მეუბნებოდა, იქნებ მუსიკა შენი ჰობი იყოს და დარჩე ჟურნალისტიკაშიო. ზოგი ამბობდა, ჭკვიანი ბიჭია და მენანება მარტო გიტარის და მუსიკისთვისო. იცი, როგორი შთაბეჭდილება მრჩება?! საქართველოში მუსიკა უყვართ, მაგრამ მუსიკოსობას არასერიოზულ პროფესიად აღიქვამენ. მინდა, რომ შეიცვალოს ეს დამოკიდებულება.

– როგორც ვიცი, თავადაც წერ სიმღერებს. როდის დაიწყე წერა და რატომ „ქანთრი“?

– 2009 წელს დავიწყე ჩემი სიმღერების წერა. „ქანთრი“ აბსტრაქტულ თემებზე ორიენტირებული მუსიკისგან განსხვავებით, არის ძალიან ცხოვრებისეული. დავიწყე ფიქრი, რაზე დამეწყო წერა, თან ინგლისურად ვწერ და ამ ენას აქვს თავისი მოქნილობდა. საბოლოოდ, მოეწონა ხალხს. ახლა ვცდილობ, ცოტა ამოვიწიო და კლასიკური „ქანთრიდან“ თანამედროვეზე გადავიდე.

დღეს 5-6 სიმღერაა, რომლებსაც აქვს დასრულებული ფორმა აქვს.

რაც შეეხება „The voice of Georgias ”-ს, გაამართლა პროქტმა შენი იმედები?

– სატელევიზიო კონკურსებში მონაწილეობა გვეხმარება მუსიკოსებს, გავიზარდოთ და სიახლეები შევიძინოთ. ნებისმიერი დამწყებისთვის დათო ფორჩხიძესთან ურთიერთობა ძალიან პროდუქტიული იქნებოდა.

– ასრულებს დათო თავის პირობას, მღერი იმას, რაც გინდა?

– მეტ-ნაკლებად ასრულებს.  ხანდახან იმას მამღერებს, რაც მინდა, ხანდახან მეუბნება, რომ სხვა რაღაც გვჭირდება და მეც ვუჯერებ.

– გიკამათიათ რეპერტუარის არჩევის დროს?

– ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა. კამათის გარეშე კონსენსუსს ვერ მიაღწევ. თანაც, მუსიკალურთან ერთად, ფსიქოლოგიურადაც გვამუშავებენ. მწვრთნელი იმისთვისაა, რომ პროფესიულთან ერთად მის მიღმა ფაქტორებსაც ითვალისწინებდეს.

1450048_561078810641942_300964695_n

– თქვი, რომ „one man bend“-ი ვარო. რატომ დაიშალა Eastern West?

–     ეს ბენდი 2009 შეიქმნა, მაგრამ დრამერს არ ჰქონდა დრამი, პიანისტი ძალიან მაგარი იყო, მაგრამ სწავლასთან ერთად შეთავსება უჭირდა და საერთოდ არ გვყავდა ბასისტი. თან, მეთლი ჩემი „პადზემკაში“ ნაშოვნი ფული სარეპეტიციო ხარჯებში მიდიოდა. ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი თავისთვის უნდა მიმეხედა.

როგორც ვიცი, მოთხრობებსაც წერ.

– ჯერჯერობით მარტო ერთია – „იუდას ბოლო წუთები“. ჟურნალისტები წერას აყვანილი ხალხი ვართ. თუმცა ახლა სიმღერების წერაზე გადავერთე.

– შენს სიმღერაში ამბობ “I want to be successful, but I don’t know how.” არის ეს ის დასაწყისი, რაც გინდოდა, ყოფილიყო?

– ალბათ, კი. რეალობას ავსახავ ტექსტში, მე არ ვიცოდი, როგორ გავმხდარიყავი წარმატებული. აქ მე ვუკრავდი კლასიკურ ქანთრის, რომელიც უკვე ამერიკაშიც კი მხოლოდ გარკვეულ წრეებში ისმინება და არც კომერციულია. მუსიკაში წარმატება ფინანსურ წარმატებასთან და დიდ აუდიტორიასთან ასოცირდება. მანდვე ვამბობ, რომ  if I want be sucssesful I have to change my mind. ალბათ, ნიჭიერი ვარ და შემიძლია, აზრი შევიცვალო და ჩაციკლული არ ვიყო ჩემს გარკვეულ პოზიციაზე ყოველთვის. ალბათ, ესეც განაპირობებს ჩემს წარმატებას.

– სად გააგრძელებს შოთა მუსიკალურ მოღვაწეობას?

– ჩვეულებრივი ამერიკაზე მეოცნებე ტიპი ვარ. ეს უნდა დავიმსახურო, ალბათ, სადმე ჩავაბარო „song writing“-ზე ან მოხდეს სასწაული და რომელიმე ამერიკული კომპანია ჩემით დაინტერესეს. ჯერ არ მივიჩნევ ასეთი დონის მუსიკოსად თავს. თუმცა, ობიექტურობასთან ერთად, მაქვს ამბიცია, მაგის გარეშე მუღამი არა აქვს.

 – რატომ უნდა უგულშემატკივროს მაყურებელმა შოთას?

– ხალხის რჩეულივით გამოვედი, ჩემს პირველ გამოსვლებს ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა. არის გარკვეული ფაქტორები, მათ შორის შოუს მომენტიც. მე არ ვარ ძალიან ძლიერი ვოკალისტი, მაგრამ  მაქვს გარკვეული ინდივიდუალიზმი, რომელიც  მეხმარება, წინ წავიდე.

ნანუკა ბრეგაძე

ფოტოგრაფი – ვახტანგ ხეთაგური

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები