Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„მუსიკოსისა და მსმენელის თანხვედრა შედგა“, -ბექა გოჩიაშვილი

„მუსიკოსისა და მსმენელის თანხვედრა შედგა“, -ბექა გოჩიაშვილი
December 11
11:18 2013

აღფრთოვანებული მაყურებელი დიდხანს იდგა ფეხზე და მქუხარე ტაშს უკრავდა ქართველ ვირტუოზს, რომელმაც 10 დეკემბერს რუსთველის თეატრში მისულ მსმენელს დაუვიწყარი საღამო აჩუქა.

კომპანია „სილქნეტის“ თანადგომით, 10 დეკემბერს, თბილისში, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში, ბექა გოჩიაშვილსა და ჯგუფ „Beka & Logic Project“-ის პირველი ალბომის – „Chillin’ In Batumi“-ის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა. ალბომის შექმნის იდეა ბათუმში გაჩნდა და ნიუ ორკში ჩაიწერა.

ჯგუფ „Beka & Logic Project“-ის ლიდერია ბექა გოჩიაშვილი (აკუსტიკური როიალი და ელექტრო-პიანინო) და მის შემადგენლობაში წარმოდგენილნი არიან მსოფლიოში სახელგანთქმული და ჯაზის საუკეთესოდ აღიარებულ ფესტივალებში რეგულარულად მონაწილე მუსიკოსები დიჯეი ლოჯიქი (ელექტრონული მაგიდა და მიქსერი), ჯეიმს ჰარტი (ელექტრო-პიანინო), ლამონტ მაკეინი (ელექტრო-ბას გიტარა), ჯალილ შო (ალტო-საქსაფონი. დასარტყამი ინსტრუმენტები) და ჯაზის საუკეთესო ათ ვოკალისტთა რიცხვში შემავალი მუსიკოსი რენე ნეუფილვი.

ბენდი საგანგებოდ ესტუმრა თბილისს.  ქართველ მუსიკოსთან ერთად მათ ახალი ალბომიდან სხვადასხვა კომპოზიცია შეასრულეს.

კონცერტის დასრულების შემდეგ ბექა გოჩიაშილმა საკუთარი ემოციების შესახებ ჩვენთან ისაუბრა:

„მიხარია, რომ დღვანდელმა დღემ წარმატებით ჩაიარა. იშვიათია, როცა მუსიკოსისა და მსმენელის თანხვედრა ხდება. დღეს ეს თანხვედრა შედგა. მადლობა ბენდის წევრებს ჩამობრძანებისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა აქ მოსულ მსმენელს. დღეს ჩემი მოლოდინი გამართლდა.

„Chillin’ In Batumi“, ალბომის ციფრული ვერსია, იყიდება 2013 წლიდან ინტერნეტ-მაღაზიებში.  ფიზიკური ვერსია გაიყიდა თბილისში მისი პრეზენტაციისას. მომავალი წლიდან დაგეგმილია ალბომის საკონცერტო წარდგენები ევროპის, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე.

1486140_562033843879772_1791700678_o
1404523_562033823879774_341679679_o
861058_562033563879800_913425193_o

ხატია ცარციძე

ფოტოგრაფი – ვახტანგ ხეთაგური

625 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2013
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031