Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კონკურსი ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა BACKIS

კონკურსი ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამა BACKIS
December 12
18:35 2013

გამოცხადდა კონკურსი ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) აქტივობის პროექტში BACKIS.

ერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

პროექტი BACKIS მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტების, პოსტდოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) მობილობა პროექტის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2014 წლის 17 თებერვალი.

პროექტის ფარგლებში დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროგრამის ვებ-გვერდი ან მიმართოთ ანი ჭელიშვილს თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში თსუ პირველი კორპუსი, პირველი სართული, ოთახი 121. ელ-ფოსტა: erasmus@tsu.ge

900 ნახვა
Tags

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2013
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031