ზვიად ქორიძის საჯარო ლექცია აწსუ-ში

უნივერსიტეტების სიახლეები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს საჯარო ლექცია მედია ექსპერტმა ზვიად ქორიძემ ჩაუტარა. ლექცია, რომელიც ხვალაც გაგრძელდება, შემდეგ თემებს მოიცავს: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, დისკრიმინაცია, პლაგიატიზმი და ის საკითხები, რომლებიც ჟურნალისიკაში ყველაზე მწვავედ დგას.

,,დღეს რისი სერიოზული დეფიციტიც არის ჩვენში, ეს არის მაღალეთიკური ჟურნალისტიკა და კარგია, რომ სტუდენტებისთვის ამ საკითხის ირგვლივ მიწევს საუბარი“ – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

სტუდენტები პოლემიკაში აქტიურად ჩაერთვნენ, საკითხის ირგვლივ საინტერესო კითხვები დაისვა.

,,ძალიან საინტერესო ლექცია იყო. ბევრი მნიშვნელოვანი თემა განვიხილეთ. მომავალი ჟურნალისტი და მით უმეტეს უკვე შემდგარი ჟურნალისტი, უნდა აცნობიერებდეს თუ რას ნიშნავს ჟურნალისტური ეთიკა, რა არის მისი არსი. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩამოყალიბდეთ ნამდვილ პროფესიონალებად და შესაბამისად დავიცვათ ის სამი მნიშვნელოვანი მხარე რაც ბატონმა ზვიადმა აღნიშნა- სიზუსტე, ბალანსი და მიუკერძოებლობა” – ამბობს სტუდენტი სერგო ელიავა.

ლექციის ჩატარების ინიციატივა ზვიად ქორიძეს ეკუთვნის. მას წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან აქამდე შეხება არ ჰქონია.

ავტორი:ლენა ბურკაძე
წყარო:  http://studpress.ge/

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები