გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია – სიძულვილის ენა საბჭოთა საქართველოს პრესაში

შემეცნება

11 დეკემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე – სიძულვილის ენა საბჭოთა საქართველოს პრესაში. ლექციებისა და დისკუსიების კურსი იმართება Nova Societas და ეროვნული ბიბლიოთეკის „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ ინიციატივით.

ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე ამ საკითხთან მიმართებით ორად გაყოფილი მოსაზრებებია: უნდა იყოს თუ არა კრიმინალიზებული სიძულვილის ენა? ზოგი ემხრობა ამ მოსაზრებას, ზოგი კი ეწინააღმდეგება.Vernichtung-4

„სიძულვილის ენისგან არცერთი ჩვენგანი არ ვართ დაზღვეულები. ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობები კი გამორჩეული სამიზნე ხდება მოძალადეებისთვის. სიტყვათა შეთანხმება, ებრაელი ფეხბურთელი გაცილებით უხეშად ჟღერს, ვიდრე ბულგარელი ფეხბურთელი. ეს შეიძლება სიძულვილის ენად იქნეს აღქმული. უმბერტო ეკოს ცნობლი ესე პოლიტკორექტულობის შესახებ ამ საკითხის ერთგვარ რევიზიას ახდენს. არსებობს ახლო ისტორიული წარსული საზოგადოების ცნობიერებაში და აქედან გამომდინარე უნდა ვთქვათ, რომ აუცილებელია რეგულაცია. სიძულვილის ენას, როგორც წესი, ხშირად იყენებს ტოტალიტარული რეჟიმი. სიძულვილს ენის მსგავსი დეფინიცია ახალი ფორმაა, თორემ „ენით დაკოდვა“ სხვადასხვა ადამიანის, წრის, ერთეულის ჩვეულებრივი ყოფითი პრაქტიკაა. მე არ მგონია, რომ საზოგადოება შეიძლება იქცეს სტერილურ მასად ან საუკეთესო უტოპიურ რომანში წარმოდგენილ გმირად. იცვლება მხოლოდ გამოხატვის ფორმები, თუმცა ძირითადი ვნებები და მიდრეკლებები უცვლელია.“

0_6e234_9de1b847_XL

ლექცია უმთავრესად საბჭოთა პრესის მთავარ იდეოლოგიას გულისხმობდა – რელიგიური დომინაციის ჩანაცვლება ახალი რელიგიური დომინაციით. „ამ თვალსაზრისით სიახლეს არ ვაწყდებით. თუმცა პროპაგანდის ინსტრუმენტები შეიცვალა. პირველ ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ ჩანაცვლდა. ღმერთის ჩანაცვლება მოხდა – ლენინით, მუჰამედის ტიპის ბელადის შექმნაც იყო შესაძლებელი – სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი, ანდროპოვი, ჩერნენკო, მათი ჩანაცვლება ადვილად ხდებოდა. სიძულვილის ენა არ არის მხოლოდ ვერბალური, შესაძლოა, გამოხატული იყოს კარიკატურითაც. წარმოაჩენდნენ მსუქან სასულიერო პირებს, ადამიანებს, რომლებსაც წვერებზე მატლები ახვევიათ, იქვე ამ პიროვნებათა სახელებსაც უთითებდნენ.“

598992_original

გიორგი კეკელიძემ ლექციის მიმდინარეობისას ამონარიდები, ციტატები წაიკითხა გამოცემა „მუშა“-დან. აქ ეს ადამიანები არა მხოლოდ გალანძღულები, დასჯილებიც კი იყვნენ. პარალელი გაავლო თანამედოვე ეპოქაში მიმდინარე მოვლენებთან, კერძოდ „აგრესია, იწვევს უკუაგრესიას და დღევანდელი რეპრესიები სასულიერო პირებისგან ქვეცნობიერად შესაძლოა ისტორიული წარსულის გამოძახილი იყოს.“

„იმ პერიოდში სტატიები ტიპური საგაზეთო ენით არ იწერებოდა, არამედ როგორც სასკოლო, თავისუფალი თემა, ლიტერატურული პუბლიკაცია.  ნიუსის ენაც მხატვრული იყო. გაზეთ „მუშაში“ გამოქვეყნებული სტატია სათაურით – „სიკვდილი, ზიზღი მენშევიკებს“ სიძულვილის ენად უნდა აღვიქვათ. წარმოუდგენელია დღეს ამ ტიპის სტატია სადმე დაიბეჭდოს.“

გიორგიმ გაიხსენა მის ბავშვობაში სასკოლო დაფაზე გაკრული სურათები სათაურით „ვინ გვარცხვენს“. ეს ადამიანი ერთგვარი „ქვე ადამიანი“, არასრულფასოვანი ხდებოდა თუკი ზედიზედ, რამდენჯერმე მოხვდებოდა ამ დაფაზე. ლექციის თემა ქართველ ემიგრირებულ, რეპრესირებულ ავტორებსაც შეეხო. გრიგოლ რობაქიძეს – ერთ-ერთ წინააღმდეგობრივ, გამორჩეულ ფიგურას, რომლის კარიკატურებიც რეჟიმის მიერ ძალიან ხშირად იქმნებოდა. მაგ: ეპითეტი „გერმანული ლეკვი“ სწორედ მისი მისამართით გამოიყენებოდა, ასევე ხშირი იყო კარიკატურული სტილის ნამუშევრები, სადაც ის პარიკის ქვეშ იფხანს თავს და ა.შ. ასევე იყო ცისფერყანწელების შემთხვევაშიც, ბევრი მათგანი საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა.  ფიზიკური მახასიათებლები, როგორიცაა სიმსუქნე ერთგვარ სტიგმად ითვლებოდა. აქტუალური იყო ტანად პატარა ადამიანის საკითხიც. ებრაული ქუდი ვაჭრობისა და ეთნიკური წარმომავლობის სიმბოლოდ იქცა. ასეთი ადამიანების მისამართით ისმოდა ეპითეტები: კომბინატის ვირთხა, ხეიბარი კულაკის შვილი, ლილიპუტი და ა.შ. სტალინისა და ჰიტლერის ურთიერთშედარება, როდესაც ერთი ბუმბერაზად იყო წარმოჩენილი, მეორე (ჰიტლერი) კი ჩია ტანის კაცად.“hitleri

ლეკციის დასასრულს გიორგი კეკელიძემ ორიგინალური რამ შემოგვთავაზა, რადგანაც ამ პერიოდის ქართულ პრესაში ჭარბობს სალანძღავი, უშვერი სიტყვები, ეპითეტები, ქართველ რედაქტორებს შეიძლება გარეკანზე გამოსატანად შევთავაზოთ არაერთი მათგანი 🙂 „ეს კლასიკური გაგებით, არ არის სიძულვილის ენა, მაგრამ ნებისმიერი რამ რაც ირიბად მიემართება სიძულვილის ენას, შესაძლოა მისი გაზრდის საბაბი გახდეს“. 

ლექციათა ციკლს ამ თემაზე, პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკაში, 15 დეკემბერს ლევან ბერძენიშვილი გააგრძელებს.

 თეკლე ქაროსანიძე

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები