ტანგოს ფესტივალი

ივენთი

1486896_577822865626840_217456361_n

16 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით წელს უკვე მეორედ ტარდება ტანგოს ფესტივალი“. 

ტანგო ჩვენს ქვეყანაში დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება, სწორედ ამიტომ სტუდენტურმა თვითმმართველობამ გადაწყვიტა ნოვატორობა და პირველად საქართველოში სწორედ სამედიცინო უნივერსიტეტში ტანგოს ფესტივალის ჩატარება. ფესტივალში მონაწილეობას იღებს სამედიცინო უნივერსიტეტის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტების 10 წყვილი.

თითოეულ მონაწილეს სჭირდება თქვენი გამხნევება და მხარდაჭერა, ასე რომ, გელოდებით 16 დეკემბერს, 16:00 საათზე თსსუ-ის III სასწავლო კორპუსში, III სართულზე, წითელ დარბაზში

ეთო ნოსელიძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები