Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

Back yourself – შიშველი რაგბი ქველმოქმედებისთვის

Back yourself – შიშველი რაგბი ქველმოქმედებისთვის
December 16
00:28 2013

შემოდგომის საერთაშორისო თამაშები ახლახან დასრულდა, რაგბის გულშემატკივრები კი მოუთმენლად ელიან 2014 წლის კალენდრების დაბეჭდვას…

ოქსფორდის უნივერსიტეტის ქალთა გუნდმა კალენდრისთვის რაგბის თამაშის ამსახველი შიშველი ფოტოები გადაიღო. მათ მხოლოდ ბურთით, წინდებითა და სპორტული ფეხსაცმლით იპოზიორეს კამერების წინ. ეს პროექტი საქველმოქმედო ხასიათის გახლდათ.

article-0-19C78D9000000578-779_634x421

article-2516966-19C9A5C200000578-823_634x488

კალენდრის ფასი შედაგენს 10£-ს. ფული გროვდება Mind Your Head–თვის, ოქსფორდის ფსიქიკური ჯანმრთელობის კამპანიისთვის.

article-0-19C76D0500000578-597_634x508

article-0-19C76CED00000578-940_634x455

„გაგვიმართლა, მზიანი დღე იყო, მაგრამ ფოტოების გადაღების პროცესში აბსოლუტურად გაყინულები ვიყავით. რაც ყველაზე ცუდი იყო, ორჯერ მოგვიწია მდინარეში გადახტომა“ – კომენტარი გააკეთა გუნდის ერთ-ერთმა მონაწილემ.

article-0-19C78D8700000578-637_634x544

კლუბის პრეზიდენტი ელიზაბეთ დუბოისი: „ჩვენ ვნახეთ წარმატება, რომელიც გასულ წელს წილად ხვდა მამაკაცთა გუნდის კალენდარს, ხალხი გვეკითხებოდა, იყო თუ არა მასზე ჩვენი გუნდის ფოტოები და ამის შემდეგ ყიდულობდა. რაგბის თამაში არის შესაძლებლობა, განვივითაროთ ფიზიკური ძალა და უნარები, მაგრამ ასევე არის შანსი, რომ გათავისუფლდე სტრესისგან და შექმნა სოციალური დახმარების სტუქტურა. ამ კალენდრით ყურადღება გამახვიდლება ქალთა რაგბის აქტიურობასა და აქტუალურობაზე.  ჩვენ გვსურს, დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპები, რომლებიც ხალხს ქალთა რაგბის გაგონებაზე უჩნდებათ.“

სტატია მოამზად თამუნა ჭონქაძემ

http://www.dailymail.co.uk მიხედვით.

169 ნახვა
Tags
Share

About Author

სტუდინფო

სტუდინფო

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2013
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031