Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„შევძლებთ ქართული კალათბურთი განვითარების ახალ მიმართულებაზე გადავიყვანოთ,“ – მიხეილ გაბრიჩიძე

„შევძლებთ ქართული კალათბურთი განვითარების ახალ მიმართულებაზე გადავიყვანოთ,“ – მიხეილ გაბრიჩიძე
December 16
21:43 2013

734183_645852598791751_285687063_n

16 დეკემბერს პორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ პირველი პრესკონფერენცია გამართა. მან საზოგადოებას ახალი გენერალური მდივანი, ვეტერანი კალათბურთელი და მოქმედი იურისტი გიორგი ქართველიშვილი და ვიცე-პრეზიდენტები, ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები – კახა შენგელია და ვლადიმერ ბოისა წარუდგინა.

 პრესკონფერენციაზე მიხეილ გაბრიჩიძემ და მისი გუნდის წევრებმა უახლოეს გეგმებზე ისაუბრეს:

მიხეილ გაბრიჩიძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

პირველ რიგში, მადლობა მინდა გითხრათ იმის გამო, რომ თქვენ მიერ გაშუქებული ინფორმაცია იყო აბსოლუტურად ობიქტური, რაც დაგხვეხმარა იმაში, რომ ჩაგვეტარებინა არჩევნები 11 დეკემბერს ძალიან საქმიან ატმოსფეროში. დიდი მადლობა ყველა იმ დელეგატს, რომელიც მოვიდა იმ დღეს და განსაკუთრებით მათ, ვინც მხარი მე დამიჭირა. მინდა დავუდასტურო უდიდესი პატივისცემა ჩემს მეგობრებს, კახა შენგელიას და ვლადიმერ ბოისას, რომლებმაც არჩევნებიდან მოხსნეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს სასარგებლოდ. ამან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ეს ადამიანები საქართველოში კალათბურთის განვითარებისთვის იბრძვიან და სურთ, არანაირი დაპირისპირება არ არსებობდეს. პირიქით, ჩვენ ერთიანი ძალებით ვაპირებთ მუშაობას. გვსურს, გავაგრძელოთ განვითარება და გადავიყვანოთ კალათბურთი ახალ ეტაპზე. ჩვენ, როგორც შეგპირდით, პარასკევს ჩავატარეთ გამგეობის სხდომა, სადაც ოფიციალურად დამტკიცდა ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი.

ჩვენს გუნდს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები შეადგენენ, სხვადასხვა მიმართულებით გაგვაჩნია გამოცდილება და ერთიანი ძალებით შევძლებთ ქართული კალათბურთი განვითარების ახალ მიმართულებაზე გადავიყვანოთ. პირველ რიგში, აუცილებელი იქნება აქტიური მუშაობა ფიბა-სთან და ფიბა-ევროპასთან წესდების ახალი ვარიანტის შესამუშავებლად. სამუშაო პროცესში ჩართულები იქნებიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები. გვაქვს სურვილი, სამუშაო ჯგუფში მოვიწვიოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იურისპრუდენციისა და სპორტული განვითარების დარგში მუშაობენ. გვსურს, გავიზიაროთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წესდებების შემქმნელი ჯგუფების აზრები. განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის სიტუაცია ჰგავს ჩვენს რეალობას და ამ რეგიონის წარმომადგენელთა გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა ისეთი წესდება შევიმუშავოთ, რომ სადავო აღარაფერი იყოს.

პირველ ნაბიჯებს რაც შეეხება, იანვრიდან ჩავატარებთ ფინანსურ აუდიტს, შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს კახა შენგელია. ჯგუფში შევა გამგეობის კიდევ რამდენიმე წევრი. მოხდება სრული აუდიტი რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩატარდება ინვენტარიზაცია და შევისწავლით პრობლემები. ამის შემდეგ დავიწყებთ მუშაობას რეგიონში კალათბურთის განვითარებისთვის, შევხვდებით ადგილობრივ ხელმძღვანელობასა და მუნიციპალიტეტებს. აუცილებელია, რომ ყველა რეგიონს ერთი გუნდი მაინც ჰყავდეს.

მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან ვეტერანები. ამ ადამიანებმა თავიანთი ბრძოლისუნარიანობითა და შრომით დღემდე მოიტანეს კალათბურთი, გამოაირეს ბევრი პრობლემა და მათი აზრს აუცილებლად გავითვალისწინებთ. ვეტერანები დაფასდებიან და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ჰქონდეთ სათანადო პირობები და ანაზღაურება. უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს სპეციალური ელექტონული მისამართის შექმნა, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, გამოაგზავნოს თავისი მოსაზრება წესდებასთან და ზოგადად საქართველოში კალათბურთის განვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით საინტერესო წინადადებების ავტორებს შევხვდებით და მათთან ვითანამშრომლებთ. აუცილებელია, რომ როგორც მოთამაშეები, ისე სპეციალისტები, ვეტერანები, გულშემატკივრები და, რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც იყვნენ ჩართულნი ახალი წესდების შემუშავებაში.

რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ამ თემაზე მიმდინარეობს კონსულტაციები. გვაქვს სურვილი, პირველ რიგში მოთამაშეებს დაველაპარაკოთ. მწვრთნელებისა და სპეციალისტების შემადგენლობით შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში გადაწყვეტს მწვრთნელის საკითხს. ჩემი აზრით, 6 წელი საკამოდ დიდი დრო იყო ერთი მწვრთნელისთვის და, ალბათ, ახალი მიმართულების პოვნაა საჭირო.

ეროვნული ჩემპიონატის ფორმატთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული უკმაყოფილება. საახალწლო დასვენების შემდეგ მოვაწყობთ კონფერენციას კლუბების ხელმძღვანელებთან და მწვრთნელებთან. შევჯერდებით ერთად, თუ რა იქნება შესაცვლელი – შეეხება ეს გათამაშების ფორმატს, თუ სხვა სახის ხარვეზებს.

 კახა შენგელია, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:

ვფიქრობ, რომ საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური შემადგენლობა შევიკრიბრეთ, რომელიც მისაღებია საკალათბურთო სამყაროსთვის. ჩვენი მიზანი იქნება, ჩვენი საკალათბურთო კავშირები და გამოცდილება მოვახმაროთ საქართველოში კალათბურთის განვითარებას.

ხატია ცარციძე

1,141 ნახვა

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2013
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031