Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

პრაკტიკული რჩევები საახალწლო მაკიაჟისათვის

პრაკტიკული რჩევები საახალწლო მაკიაჟისათვის
December 20
19:38 2013

„საუკეთესო მაკიაჟი ქალისთვის არის ვნება, მაგრამ კოსმეტიკის ყიდვა უფრო ადვილია“  – ივ სენ ლორენი.

როგორც წესი, მამაკაცებს არ უყვართ ზედმეტად გადაპრანჭული ქალები და ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებენ უპირატესობას, ამიტომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს სადა მაკიაჟის კეთება და ის, თუ როგორი „მეიქ აფი“ შეეფერება ამა თუ იმ წვეულებას, ან დღის მონაკვეთს.

სწირად გაკეთებული მაკიაჟი ხაზს უსვამს ქალის სილამაზეს და ფარავს მის ნაკლებს, გვიჩვენებს მის ხასიათს და ჰმატებს შარმსა და სექსუალურობას. თუ ყოველდღიური მაკიაჟი უნდა იყოს სადა და ნაზი, ახალ წელს ნებისმიერ ექსპერიმენტზე შეგვიძლია წასვლა. არ უნდა შეგვაშინოს არც მკვეთრმა ტუჩსაცხმა და არც თვალის ბრჭყვიალა ჩრდილებმა. მთავარი მხოლოდ ფერთა სწორი შეხამებაა.

ნებისმიერი მაკიაჟის წარმატების ფორმულა თანაბარი ფერის მბზინავი სახის კანია. იმისთვის, რომ სწორად შეარჩიოთ ტონალური საშუალება, ყიდვისას ნიკაპზე უნდა შეამოწმოთ მისი ფერი. ტონის თანაბრად გადანაწილებას გააადვილებს მისი მკვებავ კრემთან შერევა. მოყვითალო ფერის ტონალური საშუალება კარგად ფარავს სიწითლეებს სახეზე.

დაიმახსოვრეთ: ტონალური საშუალება აუცილებლად უნდა წაისვათ სახის ცენტრიდან პერიფერიის მიმართულებით!

94506085_85857776_x_1d096320

რაც შეეხება რუჯს, ატმისფერი და ვარდისფერი უხდება ღია ფერის კანს, ხოლო იასამნისფერი და მარჯნისფერი – მუქი ფერისას.

როგორც წესი, თეთრი ფერის კანს უხდება თბილი ფერების თვალის ჩრდილი (ოქროსფერი საახალწლოდ), ხოლო ხორბლისფერ კანს – ცივი (ვერცხლისფერი საახალწლოდ).

nh

tumblr_mxl5itPHWa1sj8at3o1_r1_400

tumblr_mtqcipIxRn1rerxnho1_500

b

h

tumblr_mxnh6h3yji1sg7xvpo1_500

bbb

იდეალური „ისრების“ დასახატად რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალიწინოთ:

1)    წაისვით თვალებზე ცოტაოდენი ტონალური საშუალება.

2)     წაისვით ლაინერი თვალის შიდა წერტილიდან გარე წერტილის მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდგომ „აპრიხეთ“ თქვენი „ისარი“ სასურველ სიმაღლემდე.

3)     ყოველთვის გამოიყენეთ ჯერ ლაინერი და შემდეგ ტუში! წინააღმდეგ შემთხვევაში წამწამები შეგეწეპებათ.

tumblr_mxj4pnsKxX1sv49cco1_500

mmmm

nn

jj

იდეალური ტუჩების შესაქმნელად არსებობს რამდენიმე მარტივი ხრიკი:

1)      ისევ და ისევ, პირველ რიგში, წაისვით ცოტაოდენი ტონალური საშუალება ტუჩებზე (ეს ფერს სიმდგრადეს მისცემს).

2)      ტუჩის ფანქარი ტუჩსაცხზე უფრო ღია ფერის უნდა იყოს.

3)     ქვედა ტუჩის ცენტრში წაისვით მბზინავი საცხი, ეს ვიზუალურად გაზრდის მათ.

4)     ტუჩსაცხის წასმისას აუცილებლად გამოიყენეთ ფუნჯი.

mk

main.original.620x480

b b

6CFA5EB8EE357EE5A013E3359D79_h450_w598_m2_q90_cbSykvpqA

და ბოლოს, დაიმახსოვრეთ: თუ აქცენტს აკეთებთ თვალებზე, ტუჩები ყოველთვის სადა უნდა იყოს და პირიქით!

bbbbb

ab3f0abb7ce95289_152784107cfrop.xxxlarge_1022413-hair-makeup-amanda-seyfried-400

nnn

                                                                                                                                      მარიშა მინაზარიშვილი 

548 ნახვა
Tags

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2013
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031