Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

გორის ცენტრალური მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია იგეგმება

გორის ცენტრალური მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაცია იგეგმება
December 21
01:32 2013

1476662_475595495879726_2091415476_nhyyggbbbbb

საქართველოში მიწისქვეშა გადასასვლელების უფუნქციობა დღესდღეობით აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს დედაქალაქისა და ქალაქების კეთილმოწყობის სამუშაოები: სკვერების, პარკებისა და ტყე-პარკის გაშენება; ასევე, სუფთავდება კულტურული ადგილები. ამის მაგალითია, ამ წლის 14 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ინიციატივით,  ილიას ძეგლის მიმდინარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციის გამართვა. ღონისძიება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა, სადაც მონაწილეობდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

რაც შეეხება ქალაქ გორს, იგი პატარა, ლამაზი ქალაქია, სადაც ფართობის შესაბამისად, მოსახლების რაოდენობაც მცირეა. ერთი შეხედვით, მოწესრიგებულ ქალაქში ბევრი პრობლმა არსებობს –  ერთ-ერთი ასეთი პრობლემა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, გოგებაშვილის სკვერთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელია, რომელიც დაბინძურებულია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან  და ნაგვითაა სავსე.

გორში მიწისქვეშა გადასასვლელები 80-იანი წლების დასაწყისში გაკეთდა, თუმცა, კაპიტალური რეაბილიტაცია, ფაქტობრივად, არ ჩატარებია. ასევე, აღსანიშნავია იქ  არსებული ანტისანიტარია და სიბნელე. აღნიშნული მიზეზების გამო გორის მოსახლეობა ამ მიწისქვეშა გადასავლელით წლებია ვეღარ სარგებლობს და გზაზე გადასვლას ამჯობინებს, რაც მოსახლეობისათვის სახიფათოა. საყრადღეობოა, რომ საზოგადოებას მიწისქვეშა გადასასვლელებთან  გვერდით ჩავლაც უძნელდება, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე შემაწუხებელი სუნი დგას.

გორის მოსახლებას  დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ცენტრალური მიწისქვეშა გადასასვლელის დაბინძურება;  გვირაბის გაწმენდას მოითხოვდა ყველა ასკის წარმომადგენელი –  როგორც ახალგაზრდები, ისე პენსიონრები, მშობლები და მოსწავლეები. ეს პრობლემა არაერთხელ გაშუქდა ადგილობრივი ტელეკომპანიის, „თრიალეთის“ ეთერში.

დღესდღეობით გორის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილომოწყობის სამსახურმა გადაწყვიტა, ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავების პრობლემა გადაჭრას. გარდა ამისა, იგეგმება დაზიანებული ფილების რეაბილიტაცია,  შიდა ინტერიერის შეღებვა  და  ა.შ.

 

                                                                                                                               ხანიშვილი ეკა

511 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2013
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031