Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„ჩიხურას“ პირველი ტიტული – საჩხერლებმა სუპერთასი მოიპოვეს

„ჩიხურას“ პირველი ტიტული – საჩხერლებმა სუპერთასი მოიპოვეს
December 22
23:01 2013

22 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სუპერთასის მოსაპოვებლად ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და თბილისის „დინამო“ დაუპირისპირდნენ. იმერლებმა თბილისელებს მინიმალური ანგარიშთ 1:0 სძლიეს, ანგარიში 57-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა. საჩხერლებმა კლუბის არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვეს.

თამაშის შესახებ მწვრთნელებმა ისაუბრეს:

მალხაზ ჟვანია („დინამო“): „მეტოქეს მოგებას ვულოცავ. კარგი თამაში გამოდგა, სანახაობრივი აღმოჩნდა. პირველ ტაიმში მომენტები ვერ გამოვიყენეთ და, სამწუხაროდ, დავისაჯეთ. მეორე ნახევარში გუნდი არ დაღლილა, მაგრამ შეტევებს სწორად ვერ ვანხორციელებდით“.

სოსო ფრუიძე („ჩიხურა“): „გუშინ ხუმრობით ვთქვი, „დინამოსთან“ იმდენჯერ წავაგეთ, ახლა უკვე აუცილებლად მოვიგებთ-მეთქი. ვფიქრობ, ეს გამარჯვება საჭიროც კი იყო „ჩიხურასთვის“. დიდი სტიმულის მიმცემია იმ ქალაქისთვის, სადაც ფეხბურთისთვის თანხა იდება. ყველაზე რთული მაინც საწყისი 20 წუთი იყო, როცა „დინამო“ გადაადგილდებოდა და ცოტა გაგვიჭირდა ალღოს აღება. შემდეგ აშკარად გამოვასწორეთ თამაში“.

დიმიტრი ტატანაშვილი: („ჩიხურას“ ფეხბურთელი) ძლიერ გუნდს მოვუგეთ. ერთ მუშტად ვართ შეკრულნი და ეს დაგვიფასდა. კარგი თამაში გამოვიდა და მოხარული ვარ, რომ გოლი გავიტანე.“

გამარჯვებული გუნდს საქართველოს სუპერთასი, საქართველოს ფებხურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ, გადასცა. თასის მფოლებლს 30 000 ლარი, დამარცხებულ გუნდს კი 20 000 ლარი გადაეცა.

სუპერთასი 22.12.2013. 17:00. თბილისი.

„მიხეილ მესხი“.

„დინამო“ თბილისი – „ჩიხურა“ 0:1

გოლი: 57 ტატანაშვილი

„დინამო“ თბილისი: ლორია, კვარაცხელია, ხმალაძე, დვალი, მერებაშვილი (61 გლიშიჩი), ხურცილავა, პაპავა, კვირკველია, გოგა (71 ვუო), ჩისკო, გველესიანი

მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

„ჩიხურა“: სომხიშვილი, ჯიღაური (85 ჭელიძე), გაბედავა, ტატანაშვილი, ლომაშვილი, დათუნაიშვილი (86 ქიმაძე), ბეჭვაია, შ. კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე (82 კვასხვაძე), რეხვიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გაფრთხილება: 27 გოგა, 58 გაბედავა

მსაჯი – ლაშა სილაგავა

ხატია ცარციძე

83 ნახვა
Tags

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2013
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031