თიკო მოგელაძე

სტუდენტური შემოქმედება

თიკო მოგელაძე სოხუმის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტია. როგორც თვითონ ამბობს, წერს ბავშვობიდან, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა წერა კარგად არ იცოდა.

*****

ხან და ხან… როცა კი მინდება

ლექსის თქმა, ან რამე ლამაზის…

ვიხსენებ, გიხსენებ , მახსოვხარ

მაწყდება ფიქრების ნაკადი..

ხან შორ ბავშვობაში გავრბივარ

ვხატავ ცას__უმეტეს ცისფერად

ფუნჯიდან აზრები იღვრება

ფურცლებზე სათქმელი რითმებად…

მე ხან პოეტობას ვიბრალებ…

ხანდახან მხატვარიც ვხდები…

ხან ლექსი დამატრიალებს

ხან კი__ სათქმელი შენთვის..

ვიხსენებ ვარდისფერ მიხაკებს

და იებს, ოქტომბრის თვეში…

ვიცი, რომ შეშლილი ზამთარიც

ისევ ამიტაცებს ხელში…

ჰმ.. ჩემს გახარებას რა უნდა..

შენ რომ მოდიხარ..მე გელი ))

ბავშვივით მიძგერ და მოძრაობ

ჩემს გულში__ცხოვრება ჩემი..

ახლა კი, როდესაც ასეთი

სიმდიდრე გაცოცხლდა ჩემში…

მე დედა ვიქნები…

ვიბნევი…

არ მესმის ოცნება მეტი…

ახლა კი იღვიძებს „ხანდახან“

და მთელი ცხოვრება ჩემში.

მომავალს ღიმილით შევხვდები

__მე-დედა…. პოეტი,

__მე-დედა…. მხავარი

მე დედა __ თებერვლის თვეში…

 

*****

 

მიყვარხარ ძლიერ.

და სულ ერთია როდის მიყვარხარ.

მიყვარხარ ყველგან, თუნდაც ცამდე იწვოდეს ფიქრი.

მიყვარხარ მაშინ, სარკეს რომ ვღლი სხვადასხვა კაბით,

შენ კი ბუტბუტით, – როგორც ბავშვი, კარებთან მიცდი…

მიყვარს ხელი-ხელ ჩაკიდებულს გზების გადავლა.

ვიწრო ქუჩების დაღლა ჩვენი ჩუმი სიცილით.

მიყვარხარ მუდამ.

მაშინაც კი, როცა ბრაზობ და, ასე მგონია, ისადგურებს გულში სიცივე.

იციიიი?

მიყვარხარ!

ახლა უფრო ყველაზე ძლიერ.

მაშინ, როდესაც მოლოდინით სავსეა გული..

და ვუცდი მომენტს, იმ დღეს ველი, როცა პირველად

გულში ჩავიკრავთ ჩვენს პატარას.

თებერვლის სუსხში…

 

*****

მახსოვს, უსასრულო მონატრება

ვიყავით მე და შენ მარტო..

ხანდახან მოგონება მებადება

და იმ „მე და შენს“ ვნატრობ.

იფეთქებს ასი ათას ცისარტყელად

სიტყვები უთქმელი და თქმული

ოცნება, რომელიც არ გაცივდება

მუდამ შენით რომ ძგერს გული…

იყო დრო და ამ დროში პატარები

ხელი-ხელ ჩაკიდებულს გვატარებდა

ის ლტოლვა,

სიგიჟე

და სიყვარული,

რომელიც დროსთან ერთად არ მთავრდება.

და რომ იზრდება და ძლიერდება,

ყოფით პრიბლემებით არ მძიმდება,

მაშინ ნამდვილია და სათუთი_

ლტოლვა,

სიგიჟე

და სიყვარული !

იყო და რაც იყო, არსად ქრება

გრძელდება და უფრო ლამაზდება

სადაც მოგონება ფასეულობს

იქ ბედნიერება არ მთავრდება…

იყო უსასრულო მონატრება,

ვიყავით მე და შენ მარტო.

თუმცა, პატარა რომ იბადება

მე_ „შენ და პატარათი“ ვხარობ !..

 

*****

წვეთები წვიმის… ტაში.

რაღაც ვერ ვხედავ აღფრთოვანებას!

ვდგავარ სცენაზე

_ თქვენ მოხატეთ ეს სცენა ცარცით ?

მოვითხოვ, უკვე დავასრულე,

ტაში და ტაში !

მთავარ როლიდან გასვლა მინდა.

რატომ მიყურებთ?

ამინდს მიფუჭებთ

მიფუჭებენ წვეთები სცენას…

გავითამაშე უკვე ძველი, ნატკენი მუხლი,

ძირს რომ დავეცი, წავიტირე _ „მიშველე დედა“!

სივრცე არ მყოფნის და როლიდან გადასვლა მინდა

გავითამაშე ის სცენარიც

ბავშური, წმინდა.

წვეთები წვიმის… ტაში, ტაში!

შევჩერდე მინდა.

„უკვე დიდი ვარ!“- გიყვიროდით, გარეთ კი წვიმდა…

სრულად არ მახსოვს ნათამაშები ყოველი როლი.

მომეცით ჯოხი! მინდა როლი ახლა ხეიბრის.

ტაატი ტანში, სხვა მიზნებით თამაში მინდა

და ფიქრიანად ჩავლა მინდა ვიწრო ხეივნის.

დეკორებს მიცვლით ზურგს უკან და მიყურებთ ასე,

ფართო თვალებით :

(მე კი, რა ვუყო, რომ სრულებით არ მებრალებით!)

წვიმას მოვუხმობ, წამიშალოს სცენა მცირედი.

და დარჩეს მხოლოდ ნაკვალევი _ ჩემი თითების…

 

 

*****

ქალაქის ხმაური, ჟრუანტელი ტანში…

სიჩუმე ტანგოში და წვიმაში ტაში…

უსიტყვოდ ნათქვამი, დარდისგან დამწვარი

ნაწერების ფერფლი… სიგარის ნამწვავი…

-თუმცა, არ ვეწევი!

ვდგავარ უბილლეთო მგზავრი დედამიწის

რაღაც უმოძრაო, უცნობ დეტალივით..

მჭირდება ჰაერი ლუკმად გადამცდარი

და „ სიცოცლის ბანკში“ მცირე ანაბარი ..

წვიმა ყინავს სხეულს.. კანის უჯრედს უზის

ლურჯი კალმისტარი და წიგნაკი უბის _

ცოტა მისველდება,

ჟრუანტელი ტანში მივლის

და გრძელდება თამაში წვიმაში!

გთხოვთ, ნუ შეჩერდებით, აქ ნუ გამაჩერებთ,

ერთხელ გამიგონეთ, ერთხელ დამიჯერეთ!

(უხეირო ფიქრი კვლავ დამივლის ტანში) …

გამიყოლეთ ცოტაც, უბილეთო მგზავრი!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები