Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ვაი შენ, უბედურო საქართველო! ანუ – ბიჯო! დიდგორი როდის იყო?!

ვაი შენ, უბედურო საქართველო! ანუ – ბიჯო! დიდგორი როდის იყო?!
December 24
22:00 2013

„მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“

მოგეხსენებათ, გორის უნივერსიტეტში ე.წ. შუალედურები მიმდინარეობს, ქულებით თავად ლექტორი გვაფასებს. ისტორიის ლექტორმა გადაწყვიტა, შეფასება ზეპირი გამოკითხვის საფუძველზე გაეკეთებინა. მე აუდიტორიაში ვიჯექი და კედელზე მიყრდნობილი ჩუმად ველოდი ჩემს რიგს. სწორედ ამ დროს მოვისმინე ის, რასაც ახლა გიამბობთ და რამაც პროფესორი და რამდენიმე შედარებით განათლებული სტუდენტი შოკში ჩააგდო.

საქართველოში სტუდენტთა ცოდნის დონე რომ მთლად დამაკმაყოფილებელი არ არის, ამაზე, ალბათ, წარმოდგენა ყველას გვაქვს, მაგრამ ასეთი საკითხები, დამეთანხმებით, ყველამ უნდა იცოდეს.

თურმე, თამარს ორი შვილი – ლაშა-გიორგი და ქეთევანი ჰყოლია. დიდგორის ბრძოლაც, არც მეტი, არც ნაკლები, თამარის დროს მომხდარა, დიდგორის ბრძოლის დროს რუსები დაგვხმარებიან, მონღოლები პირველად გორგასლის დროს შემოსულან (აქ მეორე სავარაუდო ვერსიად ბაგრატ მეოთხე ჰქონდათ).

საქართველო თამარის მეფობის პერიოდში ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყოფილა. ქართველთა სათაყვანებელი მეფე იმ ზომამდე მისულა, რომ კათოლიკეობის მიღება გადაუწყვეტია და დახმარება რომისთვის უთხოვინა.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, „შოუს“ კულმინაცია ის იყო, რომ ათჯერ გამეორებული დიდგორის ბრძოლის თარიღის შემდეგ ერთ-ერთმა სტუდენტმა, ალბათ, მომავალში საქართველოს სადღეგრძელოს რიხით რომ იტყვის, მეორეს გადაულაპარაკა: „ბიჯო, დიდგორი როდის იყო… ჰა?“

 

სოფიკო თინიკაშვილი,
გორის სასწავლო უნივერსიტეტი

591 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2013
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031