სეოკ-მა წლის სპორტსმენი და ოლიმპიური იმედი გამოავლინა

სპორტი

1461113_649332495110428_351677493_n

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 24 დეკემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ყოველწლიური სააგარიშო ყრილობა გამართა.

წელის შემაჯამებელ შეხვედრას ოლიმპიური კომტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის მოადგილეები, სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები და სახელოვანი ქართველი სპორტსმენები დაესწრნენ.

დღის მთავარი თემა 2013 წელს ჩატარებულ სამუშაობსა და 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს შეეხებოდა.

სეოკ-მა წლის წარმატებლი სპორტსმენები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა.

სეოკ-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი გახდა. ის არის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი (გუნდური) ევროპის ჩემპიონი (პირადი და გუნდური).

წლის სპორტსმენმა ჩვენთან ისაუბრა, ავთანდილ ჭრიკიშვილი: „მოხარული ვარ, რომ ჟიურმა წლის საუკეთესო სპორტსმენად დამასახელა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ძიუდოს ფედერაციასთან ერთად, ვინც ჩემ წარმატებაში წვლილი შეიტანა. მომავალში ვეცდები მეტ წარმატებას მივაღწიო.“

ნომინაციაში ოლიმპიური იმედი, ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, ახალგაზრული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი მარიამ ჯანაშვილი გახდა.

ვაჟთა შორის კი ოლიმპიურ იმედად თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2013 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპინატების ბრინჯაოს პრიზიორი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი – გენო პეტრიაშვილი დასახელდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თხოვნით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სამივე სპორტსმენს, ასევე ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანს და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი ედიშერაშვილს სტიპენდია დაუნიშნა. სეოკ-მა გაწეული მხარდაჭერისთვის პარტნიორი კომპანიების წრმომადგენლებიც დააჯილდოვა. სპეციალური პროგრამების განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ოლიმპიური მედლით დააჯილდოვდა კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის” გენერალური

დირექტორი მაირ მამედოვი და ფონდ „ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე. მაირ მამედოვს სეოკ-ის დაწესებული პიერ დე კუბერტენის სახელობის ჯილდოც გადაეცა.

სანგარიშო ყრილობაზე დამსწრე საზოგადოებას სპორტული ეკიპირება წარუდგინეს, რომლითაც საქართველოს დელეგაცია სოჭში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. საქათველოს ოლიმპიურ გუნდს ჰოლანდიური ბრენდი Tittalon-ი შემოსავს, ეს ყველაფერი კი მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის პეტრე ცანავას დამსახურებით მოხდა. ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერისთვის პეტრე ცანავა სეოკ-ის მედლით დაჯილდოვდა. ამავდროულად, გადაწყდა, რომ ის სოჭში ჩვენი დელეგაციის ოლიმპიური ატაშე იქნება.

ხატია ცარციძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები