წინასაახალწლო საღამო სოციალურ–პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

სტუდენტური ცხოვრება

DSCF035024 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თვითმართველობის კულტურის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება სახელწოდებით „წინასაახალწლო საღამო“.

საღამოზე საახალწლო სიმღერები  კლასიკურ და ელექტრონულ გიტარებზე შესრულდა. ნაჩვენები იყო ვიდეოები იმაზე, თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში. ღონისძიების დაწყებისას სტუმრებს დაურიგდათ ბილეთები შესაბამისი ნომრებით, საღამოს ბოლოს კი ჩატარდა გათამაშება და გამოვლინდნენ გამარჯვებულები მინიჭებული ნომრების მიხედვით. გამარჯებული სტუმრები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სახის ფასდაკლებითა და აბონიმენტით კაფეებში, რესტორნებში, სილამაზის სალონებსა და სოლარიუმებში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ჰყავდა რამდენიმე სპონსორი, რომელთა საჩუქრებიც გადაეცათ დაახლოებით 130 დამსწრე სტუმართაგან გამარჯვებულებს. საღამო საახალწლო მუსიკის ფონზე დასრულდა.

ნიკა ჩერქეზია

DSCF0343 DSCF0335 DSCF0365 DSCF0372 DSCF0390 DSCF0308

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები