Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში იოსებ ყიფშიძის ნეშტი გადმოასვენეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში იოსებ ყიფშიძის ნეშტი გადმოასვენეს
December 26
17:03 2013

26 დეკემბერს თსუ-ის ერთ-ერთი დამფუძნებლი, იოსებ ყიფშიძე, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში გადმოასვენეს. ღონისძიებას თსუ-ის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თსუ-ის აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში იოსებ ყიფშიძის სახელობის დარბაზში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია – იოსებ ყიფშიძე, ევგენია ეგაძე-ყიფშიძისა, დავით ყიფშიძე – „ჩანაწერები“ (თბილისი, „ინტელექტი“, 2013, შემდგენელ-რედაქტორი ეთერ ქავთარაძე). 

იოსებ ყიფშიძე (1882-1919) დიდი ქართველი ფილოლოგი, ენათმეცნიერია. 1911 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა აღმოსავლეთის პრაქტიკულ აკადემიაში კავკასიური ენების შესწავლის კურსებზე. 1915 წლიდან იყო პრივატ-დოცენტი, კითხულობდა ქართული ენის კურსს. 1917 საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობდა თსუ-ის დაარსებაში, იყო გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი. იკვლევდა ქართველურ ენებს, მათი აგებულებისა და ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები „დამატებითი ცნობები ჭანურის შესახებ“ (1911), „მეგრული ენის გრამატიკა ტექსტებითა და ლექსიკონით“ (1915) და სხვ.

1

3 5 14

წყარო: თსუ-ის ოფიციალური გვერდი

743 ნახვა
Tags
Share

About Author

admin

admin

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2013
M T W T F S S
« Nov   Jan »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031