Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რა ვიცით პრინსტონის უნივერსიტეტზე?

რა ვიცით პრინსტონის უნივერსიტეტზე?
January 09
01:34 2014

ალბათ, ბევრი ქართველი სტუდენტის ოცნებაა, ისწავლოს საზღვარგარეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში. პრინსტონის უნივერსიტეტი (Princeton University),  ერთ–ერთ ასეთ „საოცნებო“ უმაღლეს სასწავლებლებს მიეკუთვნება, ის ხომ 2013/1014 წლის მონაცემებით მსოფლიოს უნივერსიტეტებს შორის რეიტინგით მე–10 ადგილზეა. თუმცა, რა ვიცით ჩვენ პრინსტონზე? ქართულ საიტებს თუ გადავხედავთ, მხოლოდ ვიკიპედიაში აღმოვაჩენთ მეტად მწირ ინფორმაციას, გამოდის, რომ ბევრიც არაფერი ვიცით.

პრინსტონის უნივერსიტეტი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ გარეუბანში, პრინსტონში, მდებარეობს  და სიძველით მეოთხე უმაღლესი სასწავლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში. უნივერსიტეტი უკვე 267 წელია არსებობს. ის 500 აკრზეა გადაჭიმული და 180 შენობისგან შედგება. ყოველწლიურად აქ 5,336 სტუდენტი ირიცხება (ბაკალავრიატზე), მთლიანობაში კი 8,010. უნივერსიტეტში სწავლის საფასური 2013–2014 წლის მონაცემებით  40,170$, ხოლო საცხოვრებელი თანხა  13,080 დოლარს შეადგენს.

უნივერსიტეტს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. დაარსდა, როგორც ნიუ-ჯერსის კოლეჯი 1746 წელს და თავდაპირველად მდებარეობდა ელიზაბეთში.(ნიუ-ჯერსის შტატი). სკოლამ პრინსტონში  1756 წელს გადაინაცვლა. 1896 წლიდან კი მისი სახელი ოფიციალურად გადაკეთდა „პრინსტონის უნივერსიტეტად“. თავდაპირველად სასწავლებელი პრესბიტერიანელთა (ბერძ. presbýteros –მღვდელი) დაწესებულება იყო, თუმცა ნებისმიერი რელიგიური დენომინაციის სტუდენტებს შეეძლოთ დასწრება. ამჟამად უნივერსიტეტი არასექტარულია. აუცილებელი სალიტურგიო დასწრება შემცირდა ორამდე დღეში 1882 წელს, ხოლო 1964 წელს კი ეს მოთხოვნა საერთოდ გაუქმდა. უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს პრინსტონის თეოლოგიურ სემინარიასთან (უწინ სკოლის ნაწილი) და უესტმინსტერის ქორის კოლეჯთან რაიდერის უნივერსიტეტში.

რითია პრისტონის უნივერსიტეტი ცნობილი? მაგალითად, ჰარვარდი ცნობილია იურიდიული სკოლით, ხოლო იელი სამედიცინო სკოლით, რაც შეეხება პრინსტონს – აქ კვლევები მრავალ დარგში ტარდება, მათ შორის ანთროპოლოგიაში, რობოტიკაში, გეოფიზიკასა და ენტომოლოგიაში. პრინსტონი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და მოხალისეთა წამოწყებებს. საბაკალავრო კოლეჯთან ერთად პრინსტონს აქვს არქიტექტურის, საინჟინრო, საზოგადო და საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლები. მის ფორესტალ კამპუსზე პლაზმური ფიზიკისა და მეტეოროლოგიური კვლევის ლაბორატორიებია. 1948 წელს გაიხსნა ჰარვი ფაირსტოუნის მემორიალური ბიბლიოთეკა, რომელშიც უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმთან ერთად მრავალი უნიკალური კოლექციაა გამოფენილი.

პრინსტონში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ ცნობილი ადამიანები: ამერიკის 28–ე პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი, სტივ ფორბსი, შეერთებული შტატების პირველი ლედი მიშელ ობამა, amazon.com-ის დამაარსებელი ჯეფ ბენზო, ამერიკელი მოდელი და მსახიობი ბრუკ შილდსი და სხვები.

უნივერსიტეტს  ექვსი საცხოვრებელი კოლეჯი აქვს: ბატლერის, ფორბის, როკფელერის, ვიტმანის, ვილსონისა და  მატეის, რომელშიც სტუდენტების დაახლოებით  97 პროცენტი ცხოვრობს,ასევე სასწავლებელს აქვს რამდენიმე ბიბლიოთეკა, თეატრი, საფეხბურთო, კალათბურთის სტადიონები, სხვადასხვა მუსიკალური თუ ცეკვის ჯგუფი, ორკესტრი და სხვა.

იხილეთ გალერეა:

პრინსტონში აკადემიური ცხრილი დგება სემესტრების მიხედვით. რაც შეეხება აქ ჩარიცხვის წესებს, აპლიკაციის გადაგზავნის დედლაინი 1 იანვარია. აპლიკაციაში, რომლის გადასახდელი ფასის 65$ შეადგენს, სტუდენტმა უნდა მიუთითოს ACT or SAT ტესტების ქულები, ხოლო სტუდენტებს,რომლებისთვისაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის, მოუწევთ  დამატებით TOEFL–ს ჩაბარება. ასევე, სტუდენტმა აპლიკაციას უნდა დაურთოს ორი რეკომენდაცია სკოლის მასწავლებლებისგან და მონაცემები სკოლის შესახებ. მსურველმა უნდა დაწეროს მინიმუმ 250–სიტყვიანი ესე. სტუდენტებს, რომლებსაც სწავლის გადასახდელად თანხა არ აქვს,  შეუძლიათ, სპეციალური აპლიკაცია შეავსონ და მოითხოვონ ფინანსური დახმარება. პრინსტონის დახმარების პროგრამა დაფუძნებულია ოთხ პრინციპზე:

1. ჩარიცხვა ხდება ფარულად, მათ შორის, საერთაშორისო სტუდენტებისთვისაც. ეს  ნიშნავს იმას, რომ აპლიკაციის განხილვის დროს სტუდენტები თანაბარ პირობებში იქნებიან, მიუხედავად იმისა, მოითხოვს თუ არა სტუდენტი ფინანსურ დახმარებას.

2. სტუდენტს ფინანსური დახმარება ენიჭება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. პრინსტონის უნივერსიტეტს არ აქვს რაიმე Merit Scholarship პროგრამა (ეს პროგრამა გულისხმობს სტუდენტის რაიმე ნიჭის ან  მიღწევის გამო სტიპენდიის მოპოვებას).

3. ფინანსური დახმარება ეძლევა სტუდენტს მას შემდეგ, რაც დეტალურად შეისწავლება  მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა.

4. სტუდენტები არ არიან ვალდებულები, აიღონ სესხი უნივერსიტეტის ხარჯის დასაფარავად. მათ შეუძლიათ მოიპოვონ უნივერსიტეტის გრანტი ან სტიპენდია გარე წყაროებიდან და იმუშაონ კამპუსში.

უნივერსიტეტში ირიცხებიან სტუდენტები მთელი მსოფლიოდან, თუმცა პრინსტონი არ იღებს იმ აპლიკანტებს, რომლების უკვე ჩაირიცხნენ სხვა უნივერსირტეტში. სასწავლებელს არ აქვს რაიმე პროგრამა, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს შეეძლებათ საბუთების გადმოტანა და სწავლის გაგრძელება პრინსტონში. რაც შეეხება დაფინანსების პროგრამას, ის მოქმედებს საერთაშორისო სტუდენტებზეც. თუ სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტის დახმარების პროგრამას,  მას მიეცემა  გრანტი, თუმცა პირადი ხარჯების დასაფარად უნდა იმუშაოს კამპუსში, კვირაში 7–8 საათი.

პრინსტონში ბევრი სტუდენტური ორგანიზაციაა შექმნილი, რომლებიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ჩაერთოთ სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობაში და გაიფართოვონ საკუთარი ცოდნა ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, სამოქალაქო ჩართულობა, პუბლიკაციები, საშემსრულებლო ხელოვნება, მულტიკულტურალიზმი და რელიგია. ასევე, არსებობს სხვადასხვა კულტურული პროგრამა, რომლებშიც სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ. ესენია: შემოქმედებითი წერა, ცეკვა და თეატრი, შოუს დადგმა, პოეზია, მუსიკა, კინო, ღონისძიებების დაგეგმვა და სხვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ პრინსტონის უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტს

http://www.princeton.edu/main/

იხილეთ ვიდეო:

[jwplayer mediaid=”9655″]

 

მოამზადა გურანდა ძამელაშვილმა

1,063 ნახვა
Tags
Share

About Author

სტუდინფო

სტუდინფო

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2014
M T W T F S S
« Dec   Feb »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031