Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სოფო ჩერქეზიშვილი – სტუდენტური სახე

სოფო ჩერქეზიშვილი – სტუდენტური სახე
January 11
23:16 2014

რუბრიკის დღევანდელი სტუმარია სოფო ჩერქეზიშვილი. სოფო სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტია, რომელიც თვითონ მოგვიყვება საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე.

მოგვიყევი, როგორ გახდი ბლოგერი?

–  იცი, ეს როგორი ამბავია? აი, რომ წერ, წერ და  სხვებიც კითხულობენ, მერე მეორედაც კითხულობენ, ხვდები, რომ შენი აზრები ისეთი „ვაჟნია“, ფიქრობ, მოდი ბლოგს შევქმნი, უფრო მასობრივად მოვახვიო ხალხს ჩემი აზრები. ამ დროს როკ მუსიკის თავგადაკლული მსმენელი ვიყავი და ისიც მეგონა, რომ მელომანის წოდებისთვის Deep purple დისკოგრაფიის ცოდნაც კმაროდა. ხოდა, ახლა აღარც როკერი ვარ და აღარც მელომანი, მაგრამ ბლოგი შემრჩა როკერმელომანის.

რის შესახებ გიყვარს წერა ? 

– ალბათ…  ლიტერატურის. ან უფრო მეტად შთაბეჭდილებების შესახებ, რომლებიც ჩემთან ყველას ახლოს წიგნებიდან მოდიან, თუმცა ვწერ ფილმების, მუსიკის, ან სულაც ფეხბურთის შესახებ. არ შემიძლია წიგნიდან გამოყოლილი იმპრესიები ისევ ფურცელზე (ან კლავიატურაზე :D) არ დავაბრუნო. ხანდახან მიჯიუტდებიან აზრები და ვერ ვწერ (იტყუება- ჟ. შენიშვნა), თუმცა ისეც ხდება, რომ ჩემი ნაწერი წიგნზე დიდი გამოდის, ამას, რა თქმა უნდა, ჩემთვის ვინახავ (ან არ ვინახავ, ჯილდოს გააჩნია).

როკმელომანის ბლოგი

როკმელომანის ბლოგი

– გაგვანდე „არშენახული“ პოსტების საიდუმლო :). 

– ზაფხულის არდადეგების დასაგვირგვინებლად ფამუქის „სტამბოლს“ მოვკიდე ხელი, ვიფიქრე, ქალაქში თუ არა, ავტორის მოგონებებში მაინც ვიმოგზაურებ-მეთქი. წიგნის დამთავრებისთანავე, სიცარიელის გრძნობა რომ არ გამჩენოდა, მაშინვე წერა დავიწყე. აღმოჩნდა, რომ სტამბოლივით უზარმაზარი შთაბეჭდილებები მქონდა, პოსტის გამოქვეყნება არც მიფიქრია მანამ, სანამ სანტა-ესპერანსას პროექტის შესახებ არ გავიგე. გამარჯვებულს Kindle paper white გადაეცემოდა, რაც ჩემთვის საკმარისზე მეტი მიზეზი აღმოჩნდა, რომპოსტს მზის სინათლე ეხილა. პოსტმა ამავე პროექტის მეშვეობით 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათიც იხილა.

როგორ გაგრძელდა შენი ჩართულობა ამ პროექტში?

– „სტამბოლმა“ სტიმული მომცა, პირველ პოსტს მეორე მოჰყვა და ასე მივედი ფინიშამდე. ფინალი დასაწყისივით იღბლიანი აღმოჩნდა და kindle -ის მფლობელი გავხდი, ამის შემდეგ მასთან ერთად ვიცხოვრებ დიდხანს და ბედნიერად და სიკვდილიც ვერ დაგვაშორებს!

რომელია შენი საყვარელი წიგნი ან მწერალი, რომელმაც ბოლო დროს შთაბჭდილებებით აგავსო? 

– უპირობოდ – ნატო დავითაშვილი, თავისი „ლილე იროელის ქრონიკებით“. ჰარი პოტერის შემდეგ ამდენი ემოცია არაცერთ პერსონაჟს არ მოუტანია ჩემთვის, ხოლო „ბეჭდების მბრძანებლის“ შემდეგ ასეთი აღფრთოვანებული არ ვყოფილვარ, თუმცა ლილეს ამბავი არც ჰარის და არც ბეჭდის თავგადასავალს არ ჰგავს, შესადარებლად არ მიხსენებია. ქართული მითოლოოგის საფუძვლებზე შექმნილი ეს წიგნები გამოირჩევა უდიდესი მხატვრულობით. აქ ყველაფერია ისეა, როგორზეც ყველა ვოცნებობთ, უკეთესადაც კი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამ ან ვინ „გაიძულა“, რომ ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაგებარებინა? 

– ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ორად იყოფა, ის, რაც ლიტერატურას ეხება და დანარჩენი. ძირითადად, კი არ ვცხოვრობ, ვკითხულობ. ოღონდ, აქა-იქ ჩვეულებრივი ადამიანივით ვიქცევი, ისინი კი სწავლობენ ეკონომიკას, მუშაობენ, ჰყავთ ოჯახი და ასე უსასრულოდ. ასე მოვხდი ეკონომიკაზე. მაგრამ ახლა მივხდი, რომ თუ იმას ვისწავლი, რაც მინდა, უფრო ჩვეულებრივი ადამიანიც  კი ვიქნები.

რისი სწავლა გსურს?

– მივხდი, რომ ეკონომიკის სწავლა ჩემთვის დროის ფუჭი კარგვაა. გადავწყვიტე, გადავიდე „ადგილმდებარეობით ქვევით, მაგრამ მეტაფიზიკურად ზევით“ – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ქართულ ფილოლოგიაზე.

რას ელი ამ ცვლილებისგან ? 

– იმედი მაქვს, ასე უფრო ახლოს ვიქნები წიგნებთან, იმის იმედიც მაქვს, რომ შემდგომში ჩემი სამუშაო ამ სფეროსთან იქნება დაკავშირებული. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ გამომცემლობაში, რედაქციაში, ბიბლიოთეკაში.

არის რამე, გარდა წიგნებისა, რაც გიყვარს და რისთვისაც დრო არ გენანება ? 

– მმმ… მიყვარს სიმღერა, ხატვა, ფეხბურთი და ფილმების ყურება. ვერ ვიტყვი, რომ გილანის ხმა, ვან გოგის ფუნჯი, შვაინშტაიგერის დარტყმა ან გვახარიას ცოდნა მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში.

ძალიან დიდი მადლობა საინტერესო და არაორდინალური პასუხებისთვის, სტუდინფო დიდ  წარმატებებს გისურვებს! 

თამუნა ჭონქაძე

770 ნახვა
Tags
Share

About Author

სტუდინფო

სტუდინფო

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
January 2014
M T W T F S S
« Dec   Feb »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031